ნინო მეგენეიშვილი

სახელი გვარი
ნინო მეგენეიშვილი
საჯარო ინფორმაციის გაცემასა და პროაქტიულად გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელი პირი/ პერსონალურ მონაცემთა კანონიერად დამუშავებაზე რეკომენდაციების გამცემი პირი

ნინო მეგენეიშვილს აქვს საჯარო სექტორში მუშაობის 10+ წლიანი გამოცდილება.

 

ნინო ამჟამად არის სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის (შემდგომში - ცენტრი) საჯარო ინფორმაციის გაცემასა და პროაქტიულად გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელი პირი, ასევე, პერსონალურ მონაცემთა კანონიერად დამუშავებაზე რეკომენდაციების გამცემი პირი.

 

პარალელურად, 2015 წლიდან დღემდე, იგი არის სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი, სადაც ასწავლის საჯარო მმართველობას.

 

ნინოს მუშაობის პერიოდში ცენტრი არაერთხელ დაჯილდოვდა ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის მიერ, როგორც ყველაზე გამჭვირვალე და საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველმყოფელი ორგანიზაცია.

 

პერსონალურ მონაცემთა დაცვის მიმართულებით, ორგანიზაციის თანამშრომელთა ცნობიერების ამაღლების მიზნით, ნინომ ცენტრში ჩაატარა არაერთი ტრენინგი. ასევე, შეიმუშავა შესაბამისი რეკომენდაციები.

 

უმაღლესი განათლება

2008 წელს ნინომ დაამთავრა სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სპეციალობით - სამართალმცოდნეობა;

2009-2011 ის სწავლობდა შპს - კავკასიის უნივერსიტეტის (CU) სამართლის სკოლაში, სადაც მოიპოვა მაგისტრის ხარისხი ადმინისტრაციული - საგადასახადო სამართლის მიმართულებით;

2014 წლიდან იგი არის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტი საჯარო სამართლის მიმართულებით.

სამუშაო გამოცდილება

2009-2010 წლებში ნინო მუშაობდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრში;

2012-2015 წლებში იყო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მაგისტრატურის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის კოორდინატორი;

 

2018 წელს ნინო მიწვეული იყო კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროექტის - „ბავშვთა პერსონალური მონაცემების დაცვის" ექსპერტად.

 

ტრენინგები/სერტიფიკატები

 

2006 წელს, ნინომ დიდ პრიტანეთში გაიარა ინგლისური ენის გაღრმავების კურსი (British Study Centres) Oxford, United Kingdom;

2006-2007 წლებში, ახალგაზრთა იურისტთა ასოციაციაში, ერთწლიანი სასწავლო კურსი - „შესავალი სამართალმცოდნეობაში“;

2008 წელს საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრში გაიარა ტრენინგი თემაზე – „პრაქტიკული სამოქალაქო სამართალი და იურიდიული დოკუმენტაციის შედგენა“;

2012 წელს მიიღო ILTES (საეთაშორისო საკვალიფიკაციო ტესტირება) სერტიფიკატი;

2015 წელს მიიღო მონაწილეობა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის (უფლებამონაცვლე - სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური) მიერ ჩატარებულ ტრენინგში - „პერსონალურ მონაცემის დაცვა“;

2017 წელს გაიარა ტრენინგი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს აკადემიაში თემაზე - სამართლებრივი წერის საკითხები;

2019 წელს მონაწილეობა მიიღო პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის (უფლებამონაცვლე - სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური) მიერ ორგანიზებულ ტრენინგში - „რისკების შეფასება პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პროცესში“ ევროპის მონაცემთა დაცვის რეგულაციის (GDPR) შესაბამისად.

გამოქვეყნებული ნაშრომები

№ პუბლიკაციის სათაური პუბლიკაციის სახე გამომცემლობა გამოცემის წელი

1. სახელმწიფოს სტატიათა კრებული დავით 2013 პასუხისმგებლობის ბატონიშვილის მოდელების ზოგადი სამართლის მიმოხილვა ინსტიტუტის გამომცემლობა

2. ადმინისტრაციული მაია გამომცემლობა 2019 (სამართალდარღვევების კოპალეიშვილისადმი „იურისტების და სამოქალაქო მიძღვნილი სამყარო“ (დელიქტის) საიუბილეო პასუხისმგებლობის კრებული შედარებით- სამართლებრივი ანალიზი