კალენდარი

arrow აგვისტო 2020 arrow
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
     12
345
6
789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      

კონფერენციები

კონფერენცია - უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის რეფორმა და განვითარების შესაძლებლობები

7 დეკემბერი, 2019

5 და 6 დეკემბერს, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებითა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროექტის "ისწავლე საქართველოში" მხარდაჭერით გაიმართა კონფერენცია - უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის რეფორმა და განვითარების შესაძლებლობები .

კონფერენცია მიზნად ისახავდა საქართველოში ევროპის უმაღლესი განათლების სივრცის მოთხოვნებისა (ESG 2015) და საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შეთანხმების დღის წესრიგის შესაბამისად უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემაში განხორციელებული რეფორმის მიმოხილვას.

კონფერენციაზე განხილული იქნა ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტებისა და პროცედურების მიხედვით ჩატარებული ინსტიტუციური და პროგრამული შეფასებების შედეგები, სისტემის შემდგომი განვითარებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საქმიანობის გაუმჯობესებისთვის საჭირო შემდგომი ნაბიჯები.

კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს: საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების, უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების დამოუკიდებელი სააგენტოების ევროპული რეესტრის (EQAR) , სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის (WFME) , ბოლონიის სამეთვალყურეო ჯგუფის, პარტნიორი ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა. ასევე, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის, აკრედიტაციისა და სააპელაციო საბჭოების წევრებმა, სტუდენტება, დამსაქმებლებმა და სხვა დაინტერესებულმა მხარეებმა.


 კონფერენციაზე განხილული საკითხების საპრეზენტაციო მასალა:

1) უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის რეფორმა და ძირითადი გამოწვევები

თამარ მახარაშვილი – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი;

2) საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაცია: 2019 წლის შედეგები 

თეა ნადირაძე - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის სამმართველოს უფროსი;

3) სამედიცინო განათლების ხარისხის განვითარება სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის (WFME) მოთხოვნების შესაბამისად

ჯანეტ გრანტი - სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის (WFME) მრჩეველი, სამედიცინო განათლების ცენტრის (CenMEDIC) დირექტორი; 

4) ევროპული საუკეთესო პრაქტიკა - დაძმობილების პროექტი (Twinning Project) განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში

კაი ეტზოლდი - დაძმობილების პროექტის (Twinning Project) უცხოელი მრჩეველი;

5) ECTS საკრედიტო სისტემის გამოყენების უპირატესობები: აწმყო და მომავალი

კატარინ ისააკი - ბოლონიის სამეთვალყურეო ჯგუფის თანათავმჯდომარე, პიზის უნივერსიტეტის პროფესორი;

6) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის განახლებული მექანიზმების დანერგვის ანალიზი - 2018 წელი

ირმა გრძელიძე - Erasmus + უმაღლესი განათლების რეფორმის ექსპერტი;

ირინე დარჩია -Erasmus + - ის უმაღლესი განათლების რეფორმის ექსპერტი;

თამარ სანიკიძე -Erasmus + - ის უმაღლესი განათლების რეფორმის ექსპერტი;

7) განათლების სამომავლო კონტური: სტუდენტზე ორიენტირებული პერსპექტივა

ჰეილი მატტისენი - ესტონეთის უმაღლესი და პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოს (EKKA) დირექტორი, დაძმობილების პროექტის (Twinning Project) უმცროსი ლიდერი;

8) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაცია: 2019 წლის შედეგები

ლალი გიორგიძე – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის სამმართველოს უფროსი;

9) უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის მიმდინარე გამოწვევები: კვალიფიკაციებისა და კრედიტების ავტომატური აღიარება

კოლინ ტუკი – უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების დამოუკიდებელი სააგენტოების ევროპულ რეესტრის (EQAR) დირექტორი;

10) სტუდენტზე ორიენტირებული სწავლება: უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის მიდგომები

ანა გოვერი - ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციის (EUA) ინსტიტუციური განვითარების პროგრამის მენეჯერი;

  • მერაბ ალექსიძის ქ. N1, 0193, თბილისი, საქართველო (ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
  • (+995 322) 200 220 (*3599)
  • info@eqe.ge