კალენდარი

arrow ივნისი 2020 arrow
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234
5
67
891011121314
15161718192021
22232425262728
2930     

სიახლეები

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ექსპერტთა საქმიანობის შეფასების შედეგების განხილვა

12 თებერვალი, 2020

11 თებერვალს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა შეხვედრა გამართა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ექსპერტებთან. ცენტრის დირექტორმა, თამარ მახარაშვილმა ისაუბრა ექსპერტთა კორპუსის მხარდასაჭერად ცენტრის მიერ 2020 წლისათვის დაგეგმილ აქტივობებზე.

შეხვედრაზე ცენტრის თანამშრომლებმა წარმოადგინეს „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ექსპერტთა საქმიანობის შეფასების 2018-2019 წლების შედეგების ანგარიში“, რის შემდეგაც მოხდა შედეგების განხილვა და უკუკავშირის გაზიარება ცენტრის წარმომადგენლებსა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ექსპერტებს შორის.


  • მერაბ ალექსიძის ქ. N1, 0193, თბილისი, საქართველო (ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
  • (+995 322) 200 220 (*3599)
  • info@eqe.ge