ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის სტანდარტები ეხება:
ა) სკოლის ფილოსოფიას;
ბ) სასკოლო კურიკულუმს;
გ) სასწავლო პროცესის ადმინისტრაციულ და ინფრასტრუქტურულ მხარდაჭერას;
დ) მოსწავლეთა მხარდაჭერას.
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების მიზნით ცენტრში საავტორიზაციო განაცხადის წარდგენის წესი განისაზღვრება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, რომლის მიხედვით
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია ცენტრში წარმოდგენილ განაცხადს დაურთოს შემდეგი დოკუმენტები:
ა) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მაძიებლის მიერ შევსებული თვითშეფასების ფორმა;
ბ) განაცხადის განხილვის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;
გ) დამატებითი დანართები, რომლითაც დაწესებულება ადასტურებს სტანდარტების ინდიკატორის/კრიტერიუმის/კომპონენტის შესრულებას. საავტორიზაციო განაცხადს უნდა დაერთოს ავტორიზაციის განაცხადის განხილვის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილების გასაჩივრება შესაძლებელია კანონმდებლობით დადგენილი წესით და ვადაში, სააპელაციო საჩივრის სააპელაციო საბჭოში წარდგენის გზით (შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, მ. ალექსიძის ქ. მეორე შესახვევი №2) ან ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში სარჩელის შეტანის გზით (შემდეგ მისამართზე: დავით აღმაშენებლის ხეივანი №64).
ავტორიზაციის განაცხადის განხილვის საფასური შეადგენს 500 ლარს
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მაძიებლად ცნობის შემთხვევაში, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება იხდის ავტორიზაციის საფასურს, შემდეგი ოდენობით:
ა) მხოლოდ დაწყებითი საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების შემთხვევაში 5533.00 ლარს, მივლინების საჭიროების გარეშე და 7679.00 ლარს, მივლინების საჭიროების შემთხვევაში;
ბ) მხოლოდ საბაზო ან მხოლოდ საშუალო საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების შემთხვევაში 6533.00 ლარს, მივლინების საჭიროების გარეშე და 9599.00 ლარს, მივლინების საჭიროების შემთხვევაში;
გ) მხოლოდ დაწყებითი და საბაზო ან მხოლოდ დაწყებითი და საშუალო საფეხურების საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების შემთხვევაში 7533.00 ლარს, მივლინების საჭიროების გარეშე და 12133.00 ლარს, მივლინების საჭიროების შემთხვევაში;
დ) მხოლოდ საბაზო და საშუალო საფეხურების საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების შემთხვევაში 9199.00 ლარს, მივლინების საჭიროების გარეშე და 14719.00 ლარს, მივლინების საჭიროების შემთხვევაში;
ე) ზოგადი განათლების ყველა საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების შემთხვევაში 10199.00 ლარს, მივლინების საჭიროების გარეშე და 17253.00 ლარს, მივლინების საჭიროების შემთხვევაში.
ხაზინაში თანხების ჩარიცხვისათვის საჭირო რეკვიზიტები:
მიმღების ბანკი - სახელმწიფო ხაზინა
მიმღების დასახელება - ხაზინის ერთიანი ანგარიში
ბანკის კოდი - TRESGE22
მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი - 707637113 (სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაწეული მომსახურების საფასური)
არანაკლებ 180 კალენდარული დღით ადრე.
ავტორიზაციის შესახებ ან ავტორიზაციაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება ავტორიზაციის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის ცენტრისთვის ოფიციალურად წარდგენიდან 180 კალენდარული დღის განმავლობაში.
ავტორიზაციაზე უარის თქმის შემთხვევაში ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მაძიებელი ვერ მოიპოვებს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსს, ხოლო ავტორიზაციის გაუქმების შემთხვევაში ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება კარგავს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსს.
ასეთ შემთხვევებში მოსწავლეებმა უნდა ისარგებლოს მობილობის უფლებით ან მათ შეუჩერდებათ მოსწავლის სტატუსი საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია, განახორციელოს ყოველწლიური თვითშეფასება.
თვითშეფასების ფორმასა და განხორციელების წესს განსაზღვრავს ცენტრის დირექტორი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტით, რომელიც ქვეყნდება საჯაროდ.
ავტორიზაციის ვადა 6 წელი
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების ადგილის/ფართის ცვლილების შემთხვევაში განაცხადით მიმართავს ცენტრს.
ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების ადგილის/ფართის ცვლილების თაობაზე ცენტრში წარსადგენი განაცხადის ფორმა მტკიცდება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, რომელიც ქვეყნდება საჯაროდ. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია განაცხადთან ერთად ცენტრში წარადგინოს ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების ადგილის/ფართის ცვლილებისთვის განსაზღვრული საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი
საბჭოს გადაწყვეტილება, მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში ქვეყნდება ცენტრის ვებგვერდზე. გადაწყვეტილების გამოქვეყნებასთან ერთად ცენტრის ვებგვერდზე ქვეყნდება ექსპერტთა ჯგუფის დასკვნა და საბჭოს სხდომის ოქმი.
ავტორიზებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ჩამონათვალი განთავსებულია „ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის“ ( https://eqe.ge/ka/page/static/93/zogadsaganmanatleblo-datsesebulebebi ) რუბრიკაში.