სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური მართავს კონსულტაციებს დაინტერესებული პირებისთვის ყოველ პარასკევს 14:00 საათიდან 16:00 საათამდე.
დაწესებულებებსა და დაინტერესებულ პირებს საშუალება ეძლევათ ისარგებლონ ინდივიდუალური კონსულტირებით. ამისათვის საჭიროა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ცხელ ხაზთან დაკავშირება და წინასწარი ჩაწერა.
ცხელი ხაზი - (+995 32 2 02 21 21)