FAQ

საბჭოები

ზოგადსაგანმანათლებლო, პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებეს ავტორიზაციის შესაბამისი საბჭოები, ხოლო საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის თაობაზე - საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭო. ავტორიზაციის შესაბამისი საბჭოების და საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს გადაწყვეტილებები შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საბჭოში ან სასამართლოში. 

ავტორიზაციის/აკრედიტაციის/სააპელაციო საბჭოების წევრების შერჩევის პროცესის ადმინისტრირებას ახორციელებს ცენტრი, რომელიც კომისიური წესით, ღია კონკურსის საფუძველზე შერჩეულ კანდიდატებს  წარუდგენს საქართველოს პრემიერ-მინისტრს დასამტკიცებლად. 

ავტორიზაციის/აკრედიტაციის/სააპელაციო საბჭოს წევრები არ შეიძლება იყვნენ საჯარო მოხელეები. ავტორიზაციის/აკრედიტაციის/სააპელაციო საბჭოს უფლებამოსილებანი განისაზღვრება ავტორიზაციის/აკრედიტაციის დებულებით, რომლითაც გარანტირებულია მათი ფუნქციური დამოუკიდებლობა საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და სახელმწიფო ორგანოებისაგან.
 

ავტორიზაცია/აკრედიტაციის/სააპელაციო საბჭოების შერჩევის წესი

წესისი დანართი N1

წესისი დანართი N2