FAQ

აპელაცია და სააპელაციო საბჭო

 

ზოგადსაგანმანათლებლო, პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის, ასევე საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები  კანონმდებლობით დადგენილი წესით, გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში, ავტორიზაციის მაძიებელმა/აკრედიტაციის მაძიებელმა  დაწესებულებამ შეიძლება გაასაჩივროს სააპელაციო საბჭოში ან სასამართლოში.

 

სააპელაციო საბჭოს წევრებს სამინისტროს წარდგინებით ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

 

 სააპელაციო საჩივარი შედგენილი უნდა იყოს წერილობით და მასში აღნიშნული უნდა იყოს:

ა) მიმართვა სააპელაციო საბჭოსადმი;

ბ) სააპელაციო საჩივრის წარმდგენი პირის ვინაობა/დასახელება, მისამართი და საკონტაქტო ინფორმაცია;

გ) იმ საბჭოს დასახელება, რომლის გადაწყვეტილებაც საჩივრდება;

დ) გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასახელება;

ე) მოთხოვნა;

ვ) გარემოებანი, რომელთაც ეფუძნება მოთხოვნა;

ზ) სააპელაციო საჩივარზე დართული დოკუმენტაციის ნუსხა, თუ საჩივარს რაიმე დოკუმენტი დაერთვის.

 

  სააპელაციო საბჭო არ განიხილავს სააპელაციო საჩივარს, თუ:

ა) გასაჩივრებული გადაწყვეტილება სასამართლოს წარმოებაშია;

ბ) სააპელაციო საჩივარი შეტანილია არაუფლებამოსილი პირის მიერ;

გ) გასულია სააპელაციო საჩივრის წარდგენის დადგენილი ვადა;

დ) მოთხოვნილი საკითხის განხილვა სცდება სააპელაციო საბჭოს უფლებამოსილების ფარგლებს.

 

სააპელაციო საბჭო ვალდებულია ავტორიზაციის შემთხვევაში სააპელაციო საჩივარი განიხილოს და შესაბამისი გადაწვეტილება მიიღოს საჩივრის მიღებიდან 60 კალენდარული დღის ვადაში, აკრედიტაციის შემთხვევაში კი - 90 კალენდარული დღის ვადაში.

 

სააპელაციო საბჭო იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:

ა) ავტორიზაციის/აკრედიტაციის საბჭოების გადაწყვეტილების გაზიარების შესახებ;

ბ) ავტორიზაციის/აკრედიტაციის საბჭოებისთვის საკითხის ხელახლა განსახილველად დაბრუნების შესახებ.

 

 ავტორიზაციის/აკრედიტაციის საბჭოების გადაწყვეტილების გაზიარების შესახებ სააპელაციო საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, დაინტერესებული მხარე უფლებამოსილია, აღნიშნული გადაწყვეტილება გაასაჩივროს სასამართლოში კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ვადაში.

 

 ავტორიზაციის/აკრედიტაციის საბჭოებისთვის საკითხის ხელახლა განსახილველად დაბრუნების შესახებ სააპელაციო საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, ავტორიზაციის შესაბამისი საბჭო ან აკრედიტაციის საბჭო განიხილავს საკითხს ამ ავტორიზაციის/აკრედიტაციის დებულებებით დადგენილი წესით და გადაწყვეტილებას იღებს კანონმდებლობითდადგენილ ვადაში.

 

ავტორიზაციასთან/აკრედიტაციასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების გასაჩივრება ავტორიზაციის მაძიებელს/აკრედიტაციის მაძიებელ  დაწესებულებას სააპელაციო წესით შეუძლია მხოლოდ ერთხელ.

 

„განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის 241 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სააპელაციო საბჭოს წევრებად დაინიშნენ: 
 

გოდერძი ბუჩაშვილი - შპს "საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის" ვიცე-რექტორი ადმინისტრაციული მიმართულებით, პროფესორი - საბჭოს თავმჯდომარე;

ლევან ნიკოლეიშვილი - სსიპ - დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის პროფესორი - საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე;

ქეთევან გილაშვილი - საქართველოს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროს სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტის სკოლამდელი განათლების ექსპერტი - საბჭოს მდივანი;

ერეკლე ასტახიშვილი - სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე;

ირმა შიოშვილი - სსიპ - იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე, პროფესორი;

ირაკლი კორძაია - სსიპ - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტურიზმის ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი;

ქეთევან ნატრიაშვილი - გერმანული საკონსულტაციო კომპანიის - PE Consult GmbH პროფესიული განათლების პროგრამის გუნდის ხელმძღვანელი, პროექტის მენეჯერი;

ანასტასია ქიტიაშვილი - სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, სოციალური ფსიქოლოგიის ცენტრის დირექტორი;

ჯონი ბოჭორიშვილი - სსიპ - ქალაქ თბილისის N207 საჯარო სკოლის დირექტორი;

თეონა თიგიშვილი - შპს "ჯეო სქაი სქულის" მასწავლებელი;

ხათუნა ბარაბაძე - სსიპ  - მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მასწავლებლის/დირექტორის პროფესიის რეგულირების პროგრამის მენეჯერი, შპს "ევროპული სკოლის" ქართული პროგრამის ხელმძღვანელი;

თამარ ჭყონია - მსოფლიო ბანკის დაფინანსებით მიმდინარე პროგრამის - ინოვაციის, ინკლუზიურობისა და ხარისხის პროექტის - საქართველოში 12Q (WB) ადრეული და სკოლამდელი განათლების ხარისხის და ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების კომპონენტის ხელმძღვანელი;

 

სააპელაციო საბჭოს წევრთა დანიშვნის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2024 წლის 9 ივლისის  №207 ბრძანება 

სააპელაციო საბჭოს წევრთა დანიშვნის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2022 წლის 14 თებერვლის №48 ბრძანება 

სააპელაციო საბჭოს წევრთა დანიშვნის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2021 წლის 19 მარტის №129 ბრძანება 

სააპელაციო საბჭოს წევრთა დანიშვნის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2020 წლის 18 მარტის №70 ბრძანება

სააპელაციო საბჭოს წევრთა დანიშვნის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2018 წლის 25 დეკემბრის №478 ბრძანებაში ცვილელების შეტანის თაობაზე

სააპელაციო საბჭოს წევრთა დანიშვნის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2018 წლის 25 დეკემბრის №478 ბრძანება

სააპელაციო საბჭოს წევრთა დანიშვნის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2017 წლის 8 დეკემბრის №369 ბრძანება

სააპელაციო საბჭოს წევრთა დანიშვნის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2016 წლის 17 ოქტომბრის №343 ბრძანებაში ცვილელების შეტანის თაობაზე
 
სააპელაციო საბჭოს წევრთა დანიშვნის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2016 წლის 17 ოქტომბრის №343 ბრძანება