უმაღლესი განათლება

საქართველოში მოქმედი უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტები და პროცედურები (ავტორიზაცია და აკრედიტაცია), რომელიც გამომდინარეობს ევროპული სივრცის ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტებისა და სახელმძღვანელო პრინციპებიდან (ESG 2015) გულისხმობს  როგორც გარე, ისე შიდა ხარისხის უზრუნველყოფაში, ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობას, მათ შორის დამსაქმებლების. 
იქიდან გამომდინარე, რომ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის მნიშვნელოვანია მათი კურსდამთავრებული იყოს კონკურენტუნარიანი შრომის ბაზარზე, დამსაქმებელთა ჩართულობა აუცილებელია პროგრამების მოდიფიცირებისა და ზოგადად, ინსტიტუციის დონეზე უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარებაში. დამსაქმებელთა ჩართულობამ უმაღლესი განათლების სისტემაში მიმდინარე პროცესებში უნდა უზრუნველყოს სტუდენტებისათვის იმ ცოდნის მიცემა და უნარების გამომუშავება, რომელიც შესაბამისობაშია შრომის ბაზრის მოთხოვნებთან. 

დაინტერესებული მხარეების ჩართულობის მნიშვნელობა, მათ შორის დამსაქმებლების, გამოკვეთილია როგორც უმაღლესი საგანმანათლბელო დაწესებულებების ავტორიზაციის, ისე პროგრამების აკრედიტაციის სტანდარტების კომპონენტების უმრავლესობაში.