FAQ

,,ევროპული მიდგომის შემუშავება ევროპის საუნივერსიტეტო ქსელის ყოვლისმომცველი ხარისხის უზრუნველყოფისთვის“ – EUniQ

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ჩართული იყო ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტში -,, ევროპული მიდგომის შემუშავება ევროპის საუნივერსიტეტო ქსელის ყოვლისმომცველი ხარისხის უზრუნველყოფისთვის“ – EuniQ, რომელიც 2019- 2021 წლებში ხორციელდებოდა, ჰოლანდიისა და ბელგიის სააკრედიტაციო ორგანიზაციის (NVAO) ორგანიზებით. აღნიშნული პროექტში ჩართული ასევე ჩართულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, სხვადასხვა ქვეყნის ხარისხის უზრუნველყოფის 7 სააგენტო, 5 სამინისტრო და ისეთი სააგენტოები, როგორიცაა - ევროპული უნივერსიტეტების ასოციაცია (EUA), ევროპის სტუდენტთა გაერთიანება (ESU) და უმაღლესი განათლების ხარისხის ევროპული ასოციაცია (ENQA).


EUniQ პროექტის ძირითად მიზანს წარმოადგენდა ხარისხის უზრუნველყოფის ყოვლისმომცველი ევროპული მიდგომის შექმნა ევროპული უნივერსიტეტებისთვის, რომლის მისაღწევად განხორციელდა სახვადასხვა ევროპული ქვეყნების კანონმდებლობის ანალიზი, შეიქმნა ხარისხის უზრუნველყოფის ჩარჩო დოკუმენტი. 
 
პროექტის - EUniQ ოფიციალური ვებგვერდი  - https://www.nvao.net/en/euniq