FAQ

უნივერსიტეტების როლი რეგიონის განვითარებაში - RURD

პროექტის - ,,უნივერსიტეტების როლი რეგიონის განვითარებაში“ მიზანია, ევროკავშირის პარტნიორებთან თანამშრომლობით საქართველოს რეგიონალური უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების როლის გაზრდა რეგიონების განვითარებაში, მათი მისიისა და სტრატეგიული განვითარების გეგმის მოდერნიზება, ასევე უნივერსიტეტებსა და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებს შორის თანამშრომლობის გაძლიერება, თითოეული რეგიონის სპეციფიკის გათვალისწინებით. 2021 წლის 9 ივლისს პროექტის ფარგლებში დაარსდა რეგიონული უნივერსიტეტების მუდმივმოქმედი რექტორთა კონფერენცია რეგიონისთვის დამახასიათებელი საკითხებისა და გამოწვევების განსახილველად.

პროექტ - RURD-ის განხორციელება დაიწყო 2019 წელს და დასრულდება 2022 წელს. განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი აღნიშნულ პროექტში ჩართულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს რეგიონის 11 უნივერსიტეტს- აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს, ქუთაისის უნივერსიტეტს, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიას, ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს, იაკობ გოგებაშვილის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტს, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტს, კავკასიის უნივერსიტეტს და ევროკავშირის წევრ 4 უნივერსიტეტთან ერთად - სანტიაგო დე კომპოსტელას უნივერსიტეტი (ესპანეთი), FH JOANNEUM

გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტი (ავსტრია), მასარიკის უნივერსიტეტი (ჩეხეთი) და ვიტაუტას მაგნუს უნივერსიტეტი (ლიეტუვა).

 

პროექტის - RURD ოფიციალური ვებგვერდი - https://rurd.atsu.edu.ge/