FAQ

QUATRA-TPG A – “კვალიფიკაციების ჩარჩო ნდობის, გამჭვირვალობისა და მრავალფეროვნებისთვის - TPG A”


პროექტის განხორციელების პერიოდი: 01.05.2022- 30.04.2025


პროექტი ხორციელდება Erasmus + პროგრამის ფარგლებში და მხარს უჭერს 1999 წლის ბოლონიის დეკლარაციისა და კომუნიკეების შესაბამისად, EHEA პირველი ძირითადი ვალდებულების  (უმაღლესი განათლების ევროპული სივრცის (QF-EHEA) კვალიფიკაციების ჩარჩოსთან თავსებადი სამციკლიანი სისტემა და პირველი და მეორე ციკლის კვალიფიკაციები გაზომილი ECTS) განხორციელებას.


მიზანი - EHEA ფუნქციონირებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობის EHEA ძირითადი ვალდებულებების შესრულების, ხარისხის და გამჭვირვალობის ერთიანი ევროპული სტანდარტების განვითარება მიზნით,  ბოლონიის პროცესის წევრი ქვეყნების ეროვნულ მთავრობებს,  EHEA ექსპერტების, სამუშაო ჯგუფის (TPG A) წევრებისა და დაინტერესებულ მხარეებს შორის თანამშრომლობის გაძლიერება.


ძირითადი ამოცანა - EHEA წევრი ქვეყნების შორის გამოცდილების და საუკეთესო პრაქტიკების გაზიარების შესაძლებლობების უზრუნველყოფა. ამ მიზნით, კვალიფიკაციების ჩარჩოსთან დაკავშირებულ  თემებზე PLA ღონისძიებების, სამუშაო ჯგუფების ორგანიზება და ასევე კონკრეტული რეკომენდაციების შემუშავება კვალიფიკაციების ჩარჩოსთან დაკავშირებულ საკითხებზე.


პროექტის აქტივობები:
1.    პროექტის მენეჯმენტი, კოორდინაცია და მონიტორინგი;
2.    კვალიფიკაციების ჩარჩოს თემატური სამუშაო ჯგუფის (TPG A) შეხვედრები;
3.    კვალიფიკაციების ჩარჩოს იმპლემენტაციასთან დაკავშირებულ თემებზე გამოცდილების გაზიარების ღონისძიებები(Peer-learning activities);
4.    კვალიფიკაციების ჩარჩოსთან დაკავშირებულ თემებზე დისკუსიისა და კონკრეტული რეკომენდაციების მომზადების მიზნით, სამუშაო ჯგუფების ფორმირება;
5.    საერთაშორისო კონფერენცია. 


პროექტის პარტნიორები:
1.    აკადემიური ინფორმაციის ცენტრი (AIC), ლატვიის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ უფლებამინიჭებული იურიდიული პირი;
2.    ავსტრიის განათლებისა და ინტერნაციონალიზაციის სააგენტო, ავსტრიის ფედერაციის განათლების, მეცნიერებისა და კვლევის სამინისტროს მიერ უფლებამოსილი იურიდიული პირი; 
3.    Haridus-ja Teadusministeerium - ესტონეთის განათლებისა და კვლევის სამინისტრო;  
4.    ავსტრიის ფედერაციის განათლების, მეცნიერებისა და კვლევის სამინისტრო, ასოცირებული პარტნიორი ავსტრიიდან; 
5.    განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი (NCEQE) - ასოცირებული პარტნიორი საქართველოდან.