FAQ

ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის დამატება

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია, ცენტრში ზოგადსაგანმანათლებლო
პროგრამის/პროგრამების დამატების მიზნით წარდგენილი განაცხადით დაიმატოს ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამა/პროგრამები.

ცენტრში ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის დამატების მიზნით წარსადგენი განაცხადის ფორმა მტკიცდება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

 

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია განაცხადთან ერთად ცენტრში წარადგინოს ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის დამატებისთვის განსაზღვრული საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.

ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, ცენტრის დირექტორი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის შექმნისა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ვიზიტის შესახებ. ამავე აქტით განისაზღვრება პროგრამის დამატების ადმინისტრაციული წარმოებისას შემოწმების ფარგლები.

განაცხადისა და მასზე თანდართული დოკუმენტაციის შესწავლისა და ვიზიტის შედეგად დგება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის პროექტი და წარედგინება ცენტრს. ცენტრი ადგენს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის პროექტის ფორმალურ შესაბამისობას. შესაბამისობის დადგენის შემთხვევაში, დასკვნის პროექტი ეგზავნება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას. საჭიროების შემთხვევაში, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის პროექტის ფორმალური შესაბამისობის უზრუნველსაყოფად ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფს უკან უბრუნდება დასკვნის პროექტი. 

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის პროექტის გაცნობიდან 10 კალენდარული დღის ვადაში ცენტრში წერილობით წარადგენს არგუმენტირებულ პოზიციას დასკვნის პროექტში მოყვანილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით, რომელიც ეგზავნება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფს.

 იმ შემთხვევაში, თუ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის პროექტში ასახული შეფასება კონკრეტულ სტანდარტთან/სტანდარტებთან მიმართებით განსხვავდება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების თვითშეფასებისაგან და დაწესებულება იზიარებს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის ექსპერტის შეფასებას, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია არგუმენტირებულ პოზიციასთან ერთად წარმოადგინოს სტანდარტთან/სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის გეგმა, რაც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის მიერ გათვალისწინებული უნდა იქნეს საბოლოო დასკვნის ჩამოყალიბებისას.

არგუმენტირებული პოზიციის წარდგენის შემთხვევაში, მისი გაცნობის შემდგომ ან არგუმენტირებული პოზიციის წარუდგენლობის შემთხვევაში, 10 კალენდარული დღის გასვლის შემდგომ, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფი აყალიბებს დასკვნას საბოლოო სახით და წარუდგენს ცენტრს. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის მიერ ჩამოყალიბებული დასკვნა მოიცავს ინფორმაციას ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის მიერ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ წარდგენილი არგუმენტირებული პოზიციის გაზიარების ან არ გაზიარების არგუმენტაციის თაობაზე. 
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნას ცენტრი უგზავნის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას.

იმ შემთხვევაში, თუ ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამა,  დაწესებულების ავტორიზაციის სტანდარტთან/კომპონენტთან მიმართებით მიიღებს ავტორიზაციის (საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის N99/ნ ბრძანება) დებულების 21-ე მუხლის 11 და/ან 12 პუნქტებით გათვალისწინებულ შეფასებას, ზოგადსაგანმანათლებლო
დაწესებულების ავტორიზაციის საბჭო სხდომაზე დამსწრე წევრთა არანაკლებ 3/4-ით იღებს
გადაწყვეტილებას პროგრამის დამატების შესახებ.

ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის დამატების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, ზოგადსაგანმანთლებლო დაწესებულების ავტორიზაციის საბჭო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას განუსაზღვრავს რეკომენდაციებს და ცენტრს მიმართავს შუამდგომლობით რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით მონიტორინგის განხორციელების შესახებ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამა შეფასდა როგორც „შეესაბამება სტანდარტის მოთხოვნებს“.

ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის დამატების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება ავტორიზაციის დარჩენილი ვადით.

 ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის დამატების ან ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის დამატებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება ცენტრში ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის დამატების მიზნით განაცხადის წარდგენიდან 90 კალენდარული დღის განმავლობაში.