FAQ

კვლევის პასუხისმგებლობით წარმართვა – კვლევის კეთილსინდისიერება და ეთიკა ქართულ უნივერსიტეტებში (ETHICS)

 

პროექტის მიზნები:
 

· უახლესი მაღალი დონის კვლევებისა და აკადემიური მიღწევების გათვალისწინებით დააინიციროს და ხელი შეუწყოს სისტემურ გაუმჯობესებას უმაღლესი განათლებისა და აკადემიური კვლევის ხარისხის გასავითარებლად;

· დანერგოს კვლევის ეთიკის, აკადემიური კეთილსინდისიერებისა და პლაგიატის რეგულირების მექანიზმები სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის სტანდარტებში;

· გააძლიეროს პასუხისმგებლობით განპირობებული კვლევის, ინოვაციებისა და კვლევის ეთიკის სტანდარტები, რაც დაეფუძნება კეთილსინდისიერების პრინციპებს და მხარდაჭერილი იქნება სათანადო პოლიტიკით, სტრუქტურებით, მექანიზმებით, შესაძლებლობებითა თუ პროცესებით, აკადემიური გადაცდომისა და არაორიგინალური კვლევის პრევენციისთვის.

 

პროექტის აქტივობები:
 

· კვლევის ეთიკისა და კეთილსინდისიერების ასახვა პროგრამული და ინსტიტუციური გარე ხარისხის შეფასების სტანდარტებსა და პროცედურებში;

· კვლევითი კეთილსინდისიერების სატრენინგო მოდულის (MOOC) განვითარება დოქტორანტების, მათი ხელმძღვანელებისა და სხვა დაინტერესებულ პირთათვის;

· საუნივერსიტეტო დონის კვლევის კეთილსინდისიერების პოლიტიკისა და რესურსების განვითარების მხარდაჭერა;

· ეთიკის ადმინისტრაციული კომიტეტების დაარსება კვლევების სათანადო შეფასებისა და განხილვისთვის;

· აკადემიური და კვლევის კეთილსინდისიერების სერვისების შექმნა მკვლევართათვის მხარდამჭერი გარემოს უზრუნველსაყოფად;

· პასუხისმგებლიანი სამეცნიერო კომუნიკაციის მხარდაჭერა.

 

პროექტის კოორდინატორი:

· ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
 

კონსორციუმის ევროპელი პარტნიორები:

1. ამსტერდამის თავისუფალი უნივერსიტეტი

2. ჩარლზის უნივერსიტეტი

3. მასარიკის უნივერსიტეტი

4. აკადემიური კეთილსინდისიერების ევროპული ქსელი/ასოციაცია
 

პარტნიორები საქართველოში:

1. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო

2. განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი

3. შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

4. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

5. კავკასიის უნივერსიტეტი

6. დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტი

7. შოთა რუსთაველის სახელობის ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი

8. აკაკი წერეთლის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

9. სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი

10. იაკობ გოგებაშვილის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი

11. საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი

12. თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია

 

პროგრამის განაცხადი: ERASMUS-EDU-2022-CBHE-STRAND-3

პროექტის ნომერი: 101082546

პროექტის ხანგრძლივობა: 48 თვე (01/02/2023 – 31/01/2027)

პროექტის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: ttps://ethics.iliauni.edu.ge/