FAQ

ცენტრის შიდა ხარისხის სისტემის განვითარება

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი 2023 წლის მარტიდან USAID HICD (USAID Georgia Human and Institutional Capacity Development Activity) მხარდაჭერით თანამშრომლობს GEC  საკონსულტაციო კომპანიასთან ცენტრის ბიზნეს პროცესების ოპტიმიზაციისა და განვითარების საკითხებზე.


HICD პროგრამის მიზანია დაეხმაროს ცენტრს ბიზნეს პროცესების გაუმჯობესებაში, კონსოლიდირებული საოპერაციო სახელმძღვანელოს შემუშავებაში და ორგანიზაციაში პროცესების მართვის თანმიმდევრული და მდგრადი პრაქტიკის ჩამოყალიბებაში. პროგრამის ფარგლებში, ოპტიმიზირებული ბიზნეს პროცესების შენახვისა და მათი გამოყენების უზრუნველსაყოფად შეიქმნება ელექტრონული პორტალი.


HICD მხარდაჭერის ფარგლებში, GEC-ს დახმარებით მოხდა იდენტიფიცირებული ბიზნეს პროცესების რეესტრის გადახედვა და ოპტიმიზაცია, დაგეგმვის, კვლევისა და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის თანამშრომლების კონსულტირება ბიზნეს პროცესების მოდელირებისა და ანალიზის საკითხებზე. 


ივნისში ცენტრის ყველა სტრუქტურული ერთეულის წარმომადგენლებს ჩაუტარდათ პირისპირ ტრენინგი, რომლის ფარგლებშიც ცენტრის თანამშრომლებმა საფუძვლიანად შეისწავლეს ბიზნეს პროცესების სისტემის არსი, დანიშნულება და საზღვრები. ასევე პროცესების დანაკარგები და მათი ანალიზის ტექნიკები. 


USAID HICD-ს მხარდაჭერის პროგრამა დეკემბრის ბოლომდე გაგრძელდება. პროგრამით გათვალისწინებული აქტივობები დაეხმარება ცენტრს გააუმჯობესოს მის მიერ მიწოდებული მომსახურების ხარისხი, შეამციროს მიწოდების დრო, შეინარჩუნოს ინსტიტუციური ცოდნა და მეხსიერება. 
 

 

     

 

     

 

გამოყენებული ინფორმაცია:

 https://gec-consulting.com/ka/view/6/jgufuri-qouching-sesiebi-biznes-procesebis-analizsa-da-opttimizaciaze/116

https://www.facebook.com/USAIDHICD/