FAQ

ARAQUA 2 - გზა უმაღლეს განათლებაზე წვდომის მოსაპოვებელი კვალიფიკაციების ავტომატური აღიარებისაკენ

პროექტი ARAQUA 2 მიზნად ისახავს ევროპაში უმაღლეს განათლებაზე წვდომის დამადასტურებელი კვალიფიკაციების (სრული ზოგადი განათლება; პროფესიული განათლება) აღიარების პროცესის გამარტივებასა და ჰარმონიზაციას. ARAQUA 2 პროექტის მეორე ფაზაა, რომელიც პირველი ფაზის მიღწევებზეა აგებული.  ორივე ეტაპის ფინანსური მხარდამჭერია Erasmus+.
პირველი ფაზა, ARAQUA ორი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და 2024 წელს დასრულდა. პროექტი აერთიანებდა ეროვნულ საინფორმაციო ცენტრებს, განათლების სამინისტროებსა და უმაღლეს საგანმანათლებლო ინსტიტუტებს ათი ევროპული ქვეყნიდან: ლატვია, დანია, ესტონეთი, იტალია, მალტა, რუმინეთი, სლოვაკეთი, ირლანდია, დიდი ბრიტანეთი და სომხეთი. კვლევების, სამუშაო შეხვედრებისა და გამოცდილებების გაზიარების საფუძველზე, პროექტის ფარგლებში რეკომენდაციები ჩამოყალიბდა იმის თაობაზე, თუ როგორ ესმით და რა მექანიზმებით აღიარებენ ქვეყნები უმაღლეს განათლებაზე წვდომის მოსაპოვებელ კვალიფიკაციებს.
ARAQUA 2 განვლილი ეტაპის საფუძველზე განხორციელდება. პროექტის ეს ფაზა უფრო ფართომასშტაბიანია და მეტად პრაქტიკული ორიენტირი აქვს. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია კვლევების გაღრმავება, აღიარების მექანიზმების გამოცდა და სხვადასხვა ქვეყანას შორის მჭიდრო თანამშრომლობა. პროექტი სტუდენტთა საზღვარგარეთ სწავლების პროცესის გამარტივებას და განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდას ემსახურება.

ინფორმაცია პროექტის პირველი ეტაპის შესახებ, იხილეთ ბმულზე: https://aic.lv/en/par-aic/projects/araqua