FAQ

TPG-LRC Plus – უმაღლესი განათლების ევროპულ სივრცეში ლისაბონის აღიარების კონვენციის აღსრულების ხელშეწყობა

პროექტის TPG-LRC Plus მთავარი მიზანია კვალიფიკაციების აღიარების პროცესის გამარტივება ევროპის უმაღლესი განათლების სივრცეში გამჭვირვალობისა და თანმიმდევრულობის უზრუნველსაყოფად.

პროექტის პირველი ეტაპი, TPG-LRC ქვეყნების ლისაბონის კონვენციის ჩარჩოს თემატურ ჯგუფებში გაერთიანებას მოიცავდა, გამოცდილების გაზიარებისა და საერთო პრაქტიკების დამკვიდრების მიზნით. მეორე ეტაპი, TPG-LRC CoRE ციფრული ინსტრუმენტების გაცემის საკითხსა და აღიარების პროცესების სხვადასხვა ასპექტის სიღრმისეულ შესწავლას დაეთმო. TPG-LRC Plus პროექტის მესამე ეტაპია. მისი მიზანია აქამდე გაწეული სამუშაოს კიდევ უფრო გაფართოება და 2028 წლისთვის კიდევ უფრო ეფექტური, პრაქტიკაზე დაფუძნებული შედეგების მიღწევა. 
პროექტს კოორდინაციას უწევს იტალიის ეროვნული საინფორმაციო ცენტრი CIMEA, თუმცა კოორდინაციის პროცესში ასევე მჭიდროდაა ჩართული ევროპის ხარისხის უზრუნველყოფის რეესტრი EQAR.

პროექტის ძირითადი თემები მოიცავს მასში ჩართული ქვეყნების კანონმდებლობის ლისაბონის კონვენციასთან შესაბამისობაში მოყვანის ინიცირებას, ორგანოებს შორის აღიარების პროცედურების თაობაზე არსებული პასუხისმგებლობების მკაფიო დელეგირებას, ლტოლვილთა კვალიფიკაციების აღიარების მექანიზმების დახვეწას, ციფრული გადაწყვეტილებების გამოყენების ზრდის წახალისებას.
TPG-LRC Plus ხელს შეუწყობს აღიარების პრაქტიკების სტანდარტიზაციას და ეფექტურობის გაუმჯობესებას, რაც თავის მხრივ, კიდევ უფრო გაამარტივებს ევროპის სივრცეში არსებული საგანმანათლებლო კვალიფიკაციების აღიარებას. 
 

ინფორმაცია პროექტის პირველი და მეორე ეტაპების შესახებ, იხილეთ ბმულზე: 

https://www.cimea.it/EN/pagina-tpg-lrc

https://www.cimea.it/EN/pagina-tpg-lrc-core