„ნდობის, გამჭვირვალობისა და მრავალფეროვნების კვალიფიკაციის ჩარჩოები TPG A 2” (QUATRA - TPG A 2) ერასმუს + პროგრამით დაფინანსებული პროექტის მიზანია ბოლონიის თემატური სამუშაო ჯგუფის A (TPG A) წევრებისთვის უმაღლესი განათლების კვალიფიკაციის ჩარჩოების შემუშავების საკითხში გამოცდილების გაცვლისა და კოლეგებისგან სწავლის შესაძლებლობების ხელშეწყობა.
აღნიშნული ხელს უწყობს წევრი ქვეყნების მხარდაჭერას უმაღლესი განათლების ევროპული სივრცის ძირითადი ვალდებულების შესრულებაში, რაც გულისხმობს სამსაფეხურიანი საგანმანათლებლო სისტემის დანერგვას (მოკლე ციკლის კვალიფიკაციების ჩათვლით), რომელიც დაფუძნებულია სწავლის შედეგებსა და კრედიტების ტრანსფერისა და დაგროვების ევროპულ სისტემაზე (ECTS) და უზრუნველყოფს შესაბამისობას უმაღლესი განათლების ევროპული სივრცის კვალიფიკაციების ჩარჩოსთან.
პროექტი ხორციელდება ლატვიის აკადემიური ინფორმაციის ცენტრის (AIC) კოორდინირებით. პარტნიორი ორგანიზაციებია: სან მარინოს რესპუბლიკის განათლების დეპარტამენტი; მალტას შემდგომი და უმაღლესი განათლების მმართველი უწყება; ასევე, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ევროპული ასოციაცია (EURASHE). პროექტში ჩართული ასოცირებული პარტნიორი ქვეყნები არიან საქართველო და საფრანგეთი.
პროექტის აქტივობები გაერთიანებულია ოთხ სამუშაო პაკეტში (WP)
• პროექტის მართვა, კოორდინაცია და მონიტორინგი;
• შეხვედრებისა და თანატოლთა სწავლების აქტივობების ორგანიზება TPG A on QF-ისთვის;
• სამუშაო ჯგუფების ფუნქციონირება კვალიფიკაციების ჩარჩოებთან დაკავშირებულ საკითხებზე;
• შედეგების გავრცელება და კომუნიკაცია;
აღნიშნული პროექტის განხორციელების პერიოდია 2025 - 2028 წლები.
პროექტის ფინანსურ მართვას კოორდინაციას უწევს ლატვიის აკადემიური ინფორმაციის ცენტრი (AIC)
პროექტის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე:https://aic.lv/en/about-aic/project/quatra-tpg-a-2-project/