FAQ

უცხოეთში მიღებული განათლების აღიარება

უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების მიზნით, ცენტრი ამოწმებს გაცემულია თუ არა საგანმანათლებლო დოკუმენტი იმ პირის სახელზე, რომელიც მითითებულია ამ დოკუმენტში, და არის თუ არა დოკუმენტის გამცემი საგანმანათლებლო დაწესებულება აღიარებული იმ ქვეყნის კანონმდებლობით, სადაც ეს დაწესებულება ახორციელებს საგანმანათლებლო საქმიანობას (ნამდვილობის დადასტურება) და ადგენს საგანმანათლებლო დოკუმენტში ასახული კვალიფიკაციის ან სწავლის პერიოდში მიღწეული სწავლის შედეგების საქართველოში არსებულ კვალიფიკაციებთან შესაბამისობას.

აღიარებას ექვემდებარება:

• ზოგადი განათლება.
• პროფესიული განათლება.
• უმაღლესი განათლება.


აღიარებას არ ექვემდებარება:

• სკოლამდელი განათლება (საბავშვო ბაღი).
• რეზიდენტურაში მიღებული განათლება.
• საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ცენტრისგან მიღებული თანხმობით განხორციელებული გაცვლითი პროგრამის ფარგლებში მიღებული განათლება.


წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

1. განცხადება - განცხადების ფორმა

2. განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (უცხო ქვეყნის მოქალაქის პასპორტის ასლის სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი);

3. სხვა პირის მიერ განცხადების წარმოდგენის შემთხვევაში, უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი (მინდობილობა);

4. მშობლის მიერ განცხადების წარმოდგენის შემთხვევაში, არასრულწლოვანი შვილის დაბადების მოწმობის სანოტარო წესით დამოწმებული ასლი;

5. საგანმანათლებლო დოკუმენტის* ასლის სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი; (უმაღლესი განათლების აღიარების  მოთხოვნისას წარმოდგენილი საგანმანათლებლო დოკუმენტი უნდა უნდა შეიცავდეს ინფორმაციას უცხოეთში უმაღლესი განათლების მიღების ფორმაზე)

6. საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.  უცხოეთში მიღებული განათლების აღიარებისათვის - 40 ლარი ჩვეულებრივი წარმოება (ერთი თვე); დაჩქარებული წარმოება 15 სამუშაო დღე - 80 ლარი; 5 სამუშაო დღე - 120 ლარი; 1 სამუშაო დღე 250 ლარი; (ელექტრონული გადახდა)
ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად, ადმინისტრაციული წარმოების ვადის დინება იწყება განაცხადის შემოტანიდან მეორე სამუშაო დღეს, შესაბამისად:
* ერთ დღიანი დაჩქარებული წარმოება (250 ლარი) დაიწყება განცხადების შემოტანიდან მომდევნო სამუშაო დღეს და მოქალაქე დოკუმენტის გატანას შეძლებს მესამე სამუშაო დღის 09:00 საათიდან.
* ხუთ დღიანი დაჩქარებული წარმოება (120 ლარი) დაიწყება განცხადების შემოტანიდან მომდევნო სამუშაო დღეს და მოქლაქე დოკუმენტის გატანას შეძლებს მეშვიდე სამუშაო დღის დილის 09:00 საათიდან.
* თხუთმეტ დღიანი დაჩქარებული წარმოება (80 ლარი) დაიწყება განცხადების შემოტანიდან მომდევნო სამუშაო დღეს და მოქალაქე დოკუმენტის გატანას შეძლებს მე-17 სამუშაო დღის დილის 09:00 საათიადნ.
* 1 თვიანი ჩვეულებრივი წარმოება (40 ლარი) დაიწყება განცხადების შემოტანიდან მომდევნო სამუშაო დღეს და მოქალაქე დოკუმენტს გაიტანს 30 კალენდარული დღის მომდევნო სამუშაო დღეს
*გთხოვთ, გადახდისას დანიშნულების ველში მიუთითოთ იმ პირის სახელი, გვარი პირადი/პასპორტის ნომერი, ვისაც ცენტრმა უნდა გაუწიოს მომსახურება (საგანმანათლებლო დოკუმენტების მფლობელის). 

 

7. საფოსტო მომსახურებით სარგებლობის შემთხვევაში მომსახურების საფასურს ემატება 5 ლარი.

8. იმ შემთხვევაში, თუ უცხო ქვეყნის შესაბამისი ორგანო , რომელსაც გააჩნია აღიარების ან ინფორმაციის გაცემის უფლებამოსილება და ითხოვს შესაბამისის საფასურის გადახდას, ცენტრში წარდგენილი უნდა იქნეს ამ საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. 

9. მიმღები საგანმანათლებლო დაწესებულების დასკვნა უცხოეთში სწავლის პერიოდში მიღებული განათლების შესაბამისობის შესახებ.

10. უკრაინაში მიღებული განათლების აღიარების შემთხვევაში, პიროვნებამ უნდა შეავსოს პერსონალური მონაცემების გაცემაზე თანხმობის ფორმა.



* საგანმანათლებლო დოკუმენტებია:

• საშუალო (სრული) ზოგადი განათლების ატესტატი და მისი დანართი; საბაზო განათლების ატესტატი და მისი დანართი; დაწყებითი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (შეფასებათა უწყისი);
• პროფესიული დიპლომი და მისი დანართი, შეფასებათა უწყისი;
• უმაღლესი განათლების დიპლომი და მისი დანართი, შეფასებთა უწყისი;
• მინიჭებული აკადემიური კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი.


ხაზინაში თანხების ჩარიცხვისათვის საჭირო რეკვიზიტები:

დასახელება: სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
საიდენტიფიკაციო კოდი: 202330566
მიმღების ბანკის დასახელება: სახელმწიფო ხაზინა
მიმღები ბანკის კოდი: TRESGE22
სახაზინო კოდი: 707637113 (სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაწეული მომსახურების საფასური)


საფასურის გადახდისგან თავისუფლდებიან:

• საერთაშორისო საინფორმაციო ქსელის წარმომადგენლები, საქართველოში აკრედიტებული უცხო ქვეყნის დიპლომატიური და საკონსულო წარმომადგენლობები, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, დიპლომატიური ურთიერთობებიდან გამომდინარე მომსახურების გაწევისას;
• საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებებში დაინვალიდებული საქართველოს მოქალაქეები;
• მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები;
• ომისა და შეიარაღებული ძალების ვეტერანები და იძულებით გადაადგილებული პირები – 50 %-ით;
• მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები – 50 %-ით.
• სტუდენტის პირადობის (ბინადრობის) მოწმობის მფლობელი ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტები - 20%-ით.

  • გთხოვთ გაითვალისწინოთ: დევნილის, ვეტერანის  ან მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მოწმობა,  ცენტრში  წარმოდგენილი უნდა  იყოს  დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი. (ასლი დედანთან სწორი).

ნებისმიერი უცხოენოვანი დოკუმენტი საჭიროებს ქართულ ენაზე თარგმანის სანოტარო წესით დამოწმებას!

 

 

2020 წლის 6 თებერვლიდან, განმცხადებლებს ეძლევათ საშუალება, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ფიზიკური პირებისათვის განკუთვნილ სერვისებზე მომართვა განახორციელონ ელექტრონული ფორმით, ცენტრში მოუსვლელად, პორტალ www.my.gov.ge -ის მეშვეობით.

ელექტრონული მომსახურების ფორმა ეხება შემდეგ სერვისებს:

 

 

 

  • საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურება;
  • დევნილის მიერ მიღებული განათლების აღიარება;
  • ლიკვიდირებულ დაწესებულებაში მიღებული განათლების აღიარება;
  • ლიცენზირებულ რეჟიმში მიღებული განათლების აღიარება;
  • უცხოეთში მიღებული განათლების აღიარება.


    პორტალი საშუალებას იძლევა სახლიდან გაუსვლელად, მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან საქართველოს მოქალაქეებმა, რომლებიც ფლობენ ახალ პირადობის მოწმობას და მის წამკითხველ მოწყობილობას, ასევე ელექტრონულ ხელმოწერას, ცენტრის სერვისებით სარგებლობის თაობაზე განაცხადი გააკეთონ ელექტრონულად და პასუხიც მიიღონ ელექტრონული ფორმით.

    პორტალზე ავტორიზაციისათვის ინსტრუქცია იხილეთ მითითებულ ლინკზე: https://id.ge/download/

    ახალი პირადობის მოწმობის, მისი წამკითხველი მოწყობილობისა და ელექტრონული ხელმოწერის, ასევე პორტალ www.my.gov.ge -ის თაობაზე დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, დარეკოთ იუსტიციის სახლის ცხელ ხაზზე - 2 40 54 05.