ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული პირების მიერ მიღებული უმაღლესი განათლების სახელმწიფო აღიარება გულისხმობს ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული პირის მიერ მიღწეული სწავლის შედეგების შესაბამისობის დადგენას სახელმწიფოს მიერ აღიარებული შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამის კომპონენტებით გათვალისწინებულ სწავლის შედეგებთან.
ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღებული განათლების აღიარება დასაშვებია მხოლოდ პირის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში კანონმდებებლობით დადგენილი წესით ჩარიცხვის შემთხვევაში.
წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
1. განცხადება (განცხადების ფორმა). მასში მიეთითება ლიცენზირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სახელწოდება, რომელშიც ისწავლა ამ დაწესებულებაში ჩარიცხულმა პირმა და საგანმანათლებლო პროგრამა, რომლის მიზნებისთვის დაინტერესებული პირი ითხოვს უმაღლესი განათლების აღიარებას;
2. ლიცენზირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შესაბამისი დოკუმენტი/ცნობა ან მათი ნოტარიულად დამოწმებული ასლი ამ დაწესებულებაში პირის ჩარიცხვის, ასევე ამორიცხვის ან სწავლის დასრულების თაობაზე და სწავლის პერიოდში გავლილი საგნების ნუსხა, მათი კრედიტების ან/და შეფასებების მითითებით;
3. საქართველოში ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დასკვნა, რომლითაც დგინდება ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული პირის მიერ სახელმწიფოს მხრიდან არაღიარებული პროგრამის ფარგლებში მიღწეული სწავლის შედეგების შესაბამისობა ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განხორციელებული შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის კომპონენტებით გათვალისწინებულ სწავლის შედეგებთან (უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე მისაღებ პირთა ადგილების რაოდენობის გათვალისწინებით);
4. განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
5. სხვა პირის მიერ განცხადების წარმოდგენის შემთხვევაში, უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი (სანოტარო წესით დამოწმებული მინდობილობა);
6. შესაბამისი საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი. (ელექტრონული გადახდა)
*გთხოვთ, გადახდისას დანიშნულების ველში მიუთითოთ იმ პირის სახელი, გვარი პირადი/პასპორტის ნომერი, ვისაც ცენტრმა უნდა გაუწიოს მომსახურება (საგანმანათლებლო დოკუმენტების მფლობელის).
7. საფოსტო მომსახურებით სარგებლობის შემთხვევაში მომსახურების საფასურს ემატება 5 ლარი.
ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული პირების მიერ მიღებული უმაღლესი განათლების სახელმწიფო აღიარების საფასურის ოდენობა:
ერთი თვის განმავლობაში ჩვეულებრივი წარმოებისათვის – 40 ლარი;
15 სამუშაო დღის განმავლობაში დაჩქარებული წარმოებისათვის – 80 ლარი;
5 სამუშაო დღის განმავლობაში დაჩქარებული წარმოებისათვის – 120 ლარი;
ერთი სამუშაო დღის განმავლობაში დაჩქარებული წარმოებისათვის – 250 ლარი.
ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად, ადმინისტრაციული წარმოების ვადის დინება იწყება განაცხადის შემოტანიდან მეორე სამუშაო დღეს, შესაბამისად:
* ერთ დღიანი დაჩქარებული წარმოება (250 ლარი) დაიწყება განცხადების შემოტანიდან მომდევნო სამუშაო დღეს და მოქალაქე დოკუმენტის გატანას შეძლებს მესამე სამუშაო დღის 09:00 საათიდან.
* ხუთ დღიანი დაჩქარებული წარმოება (120 ლარი) დაიწყება განცხადების შემოტანიდან მომდევნო სამუშაო დღეს და მოქლაქე დოკუმენტის გატანას შეძლებს მეშვიდე სამუშაო დღის დილის 09:00 საათიდან.
* თხუთმეტ დღიანი დაჩქარებული წარმოება (80 ლარი) დაიწყება განცხადების შემოტანიდან მომდევნო სამუშაო დღეს და მოქალაქე დოკუმენტის გატანას შეძლებს მე-17 სამუშაო დღის დილის 09:00 საათიადნ.
* 1 თვიანი ჩვეულებრივი წარმოება (40 ლარი) დაიწყება განცხადების შემოტანიდან მომდევნო სამუშაო დღეს და მოქალაქე დოკუმენტს გაიტანს 30 კალენდარული დღის მომდევნო სამუშაო დღეს
ხაზინაში თანხების ჩარიცხვისათვის საჭირო რეკვიზიტები:
დასახელება: სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
საიდენტიფიკაციო კოდი: 202330566
მიმღების ბანკის დასახელება: სახელმწიფო ხაზინა
მიმღები ბანკის კოდი: TRESGE22
სახაზინო კოდი: 707637113 (სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაწეული მომსახურების საფასური)
საფასურის გადახდისაგან თავისუფლდებიან:
• საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებებში დაინვალიდებული საქართველოს მოქალაქეები;
• მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები;
• ომისა და შეიარაღებული ძალების ვეტერანები და იძულებით გადაადგილებული პირები - 50%-ით;
• მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები - 50%-ით.
• სტუდენტის პირადობის (ბინადრობის) მოწმობის მფლობელი ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტები - 20%-ით.
- გთხოვთ გაითვალისწინოთ: დევნილის, ვეტერანის ან მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მოწმობა, ცენტრში წარმოდგენილი უნდა იყოს დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი. (ასლი დედანთან სწორი).
2020 წლის 6 თებერვლიდან, განმცხადებლებს ეძლევათ საშუალება, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ფიზიკური პირებისათვის განკუთვნილ სერვისებზე მომართვა განახორციელონ ელექტრონული ფორმით, ცენტრში მოუსვლელად, პორტალ www.my.gov.ge -ის მეშვეობით.
ელექტრონული მომსახურების ფორმა ეხება შემდეგ სერვისებს:
საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურება;
· დევნილის მიერ მიღებული განათლების აღიარება;
· ლიკვიდირებულ/საგანმანათლებლო საქმიანობაშეწყვეტილ დაწესებულებაში მიღებული განათლების აღიარება;
· ლიცენზირებულ რეჟიმში მიღებული განათლების აღიარება;
· უცხოეთში მიღებული განათლების აღიარება.
პორტალი საშუალებას იძლევა სახლიდან გაუსვლელად, მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან საქართველოს მოქალაქეებმა, რომლებიც ფლობენ ახალ პირადობის მოწმობას და მის წამკითხველ მოწყობილობას, ასევე ელექტრონულ ხელმოწერას, ცენტრის სერვისებით სარგებლობის თაობაზე განაცხადი გააკეთონ ელექტრონულად და პასუხიც მიიღონ ელექტრონული ფორმით.
პორტალზე ავტორიზაციისათვის ინსტრუქცია იხილეთ მითითებულ ლინკზე: https://id.ge/download/
ახალი პირადობის მოწმობის, მისი წამკითხველი მოწყობილობისა და ელექტრონული ხელმოწერის თაობაზე დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, დარეკოთ იუსტიციის სახლის ცხელ ხაზზე - 2 40 54 05.
პორტალ www.my.gov.ge -ის თაობაზე დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, დარეკოთ ცხელ ხაზზე: 2 25 15 28 ( შიდა ნომერი 8888)