FAQ

ავტორიზაციის სტანდარტები

პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის სტანდარტები


 

პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის სტანდარტები

 

კოლეჯის მისია და სტრატეგიული განვითარება

კომპონენტი /კრიტერიუმი

ინდიკატორი

მტკიცებულებები

 

1.1. პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების მისია

 

1.1.1. პსდ-ს გააზრებული აქვს საკუთარი ადგილი და როლი საგანმანათლებლო სივრცეში

 

  1. პსდ-ს მისია შეესაბამება პროფესიული განათლების მიზნებს;
  2. მისიით განსაზღვრულია დაწესებულების საქმიანობის ძირითადი მიმართულებები (პროფილი), მისი მახასიათებლები და როლი განათლების სისტემაში, რომლებიც განასხვავებენ მას სხვა პსდ-სგან;
  3. დაწესებულების მისიიდან გამომდინარე განსაზღვრულია დაწესებულების ხედვა და ღირებულებები;
  4. მისია, ხედვა და ღირებულებები გაზიარებულია დაინტერესებული მხარეების მიერ და საჯაროდაა ხელმისაწვდომი.

 

  • ვებგვერდზე განთავსებული დაწესებულების მისია,ხედვა, ღირებულებები;
  • მისიის, ხედვისა და ღირებულებების შემუშავების პროცესის ამსახველი დოკუმენტი;
  • დაინტერესებულ მხარეებთან ინტერვიუს შედეგები.

 

 

 

1.2. პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სტრატეგიული განვითარება

 

1.2.1 პსდ-ში დანერგილია დაგეგმვის პრაქტიკა

  1. პსდ განსაზღვრავს სტრატეგიული დაგეგმარების, მონიტორინგისა და შეფასების მეთოდოლოგიას, რომლითაც ხელმძღვანელობს შვიდწლიანი, ციკლური სტრატეგიული განვითარებისა და ერთწლიანი სამოქმედო გეგმების შემუშავებისას;
  2. სტრატეგიული დაგეგმარება თანამონაწილეობითი პროცესია და ითვალისწინებს ქვეყნის/რეგიონის/თემის პრიორიტეტებს და დაინტერესებული მხარეების მოლოდინს;
  3. დაგეგმვისას დაწესებულება განსაზღვრავს მისიასთან თავსებად მიზნებს, ამ მიზნების შესაბამის ამოცანებს, განხორციელების ვადებს და შესრულების ინდიკატორებს; ასევე სამოქმედო გეგმის შედგენისას დაწესებულება განსაზღვრავს განსახორციელებელ აქტივობებს და საჭირო რესურსებს.
  • სტრატეგიული დაგეგმარების, მონიტორინგისა და შეფასები მეთოდოლოგია;
  • უფლებამოსილი პირის/ორგანოს მიერ დამტკიცებული სტრატეგიული განვითარების გეგმა (შვიდწლიანი), სამოქმედო გეგმა (ერთწლიანი);
  • სტრატეგიული განვითარების გეგმის შემუშავების პროცესის დამადასტურებელი დოკუმენტები/აქტივობები;
  • დაინტერესებულ მხარეებთან ინტერვიუს შედეგები.

 

 

 

 

 

 

1.2.2. პსდ-ში მოქმედებს გეგმების მონიტორინგისა და შეფასების სისტემა

  1. პსდ ახორციელებს სტრატეგიული განვითარების და სამოქმედო გეგმების შესრულების მონიტორინგს და შეფასებას, მათ შორის დაინტერესებული მხარეების უკუკავშირის გათვალისწინებით;
  2. პსდ სათანადოდ რეაგირებს შეფასების შედეგებზე;
  3. სამოქმედო გეგმის შესრულების შედეგები საჯაროდ ხელმისაწვდომია.
  • სტრატეგიული და სამოქმედო გეგმების მონიტორინგის და შეფასების მექანიზმები და გეგმა;
  • მონიტორინგისა და შეფასების პროცესის დამადასტურებელი დოკუმენტები/აქტივობები;
  • პსდ-ს საქმიანობის წლიური ანგარიშები;
  • შეფასების შედეგებზე რეაგირების მტკიცებულებები;
  • დაინტერესებულ მხარეებთან ინტერვიუს შედეგები.

 

2. საგანმანათლებლო პროგრამები

2.1. საგანმანათლებლო პროგრამის დაგეგმვა და შემუშავება

2.1.1. პროგრამა შემუშავებულია პსდ-ში დანერგილი საგანმანათლებლო პროგრამების დაგეგმვის და შემუშავების მეთოდოლოგიის შესაბამისად

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

  1. პსდ-ს გადაწყვეტილება საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების შესახებ ეფუძნება შესაბამის დასაბუთებას და შეესაბამება პსდ-ს მისიას და სტრატეგიული განვითარების გეგმას;
  2. საგანმანათლებლო პროგრამაზე დაშვების წინაპირობები და პროცედურები უზრუნველყოფს პროგრამაზე ისეთ პირთა დაშვებას, რომელთა წინარე ცოდნა, უნარები ან/და გამოცდილება უზრუნველყოფს პროგრამის განხორციელების ვადაში პროგრამით განსაზღვრული სწავლის შედეგების მიღწევას.
  3. პსდ საგანმანათლებლო პროგრამისთვის პროფესიულ სტუდენტთა ზღვრულ ოდენობას განსაზღვრავს შესაბამისი მეთოდოლოგიის მიხედვით;
  4. საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული რესურსები, მათ შორის საგანმანათლებლო რესურსი, უზრუნველყოფს პროფესიული სტუდენტის მიერ პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების მიღწევას;
  5. საგანმანათლებლო პროგრამის არჩევითი მოდულები, მათი არსებობის შემთხვევაში, ლოგიკურ კავშირშია მისანიჭებელ კვალიფიკაციასთან ან/და პროფესიული სტუდენტის მომავალ საქმიანობასთან;
  6. საგანმანათლებლო პროგრამა დამტკიცებულია დაწესებულების უფლებამოსილი პირის/ორგანოს მიერ.
  7. პროგრამის სახელწოდება შეესაბამება პროგრამის შინაარსს/პროგრამით გათვალისწინებულ მისაღწევ სწავლის შედეგებს და არ არის შეცდომაში შემყვანი;
  8. პსდ-ს საგანმანათლებლო პროგრამა შეესაბამება საგანმანათლებლო პროგრამის შემუშავებასთან დაკავშირებულ, კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.
  • საგანმანათლებლო პროგრამის დაგეგმვის, განხორციელებისა და შეფასების მეთოდოლოგია; (სისტემის მოდელი: დაგეგმვა-განხორციელება-შეფასება-გადახედვა/გაუმჯობესება ან სხვა ალტერნატივა);
  • საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების მიზანშეწონილობის დასაბუთება;
  • საგანმანათლებლო პროგრამა (ძირითადი დოკუმენტი, მოდულები, სასწავლო გეგმა მოდულების წინაპირობების და პროფესიულ სტუდენტთა კვირეული დატვირთვის გათვალისწინებით);
  • პროგრამაზე ჩასარიცხ პროფესიულ სტუდენტთა რაოდენობის განსაზღვრის მეთოდოლოგია, რომელიც ითვალისწინებს პროგრამის სპეციფიკას, დაწესებულების რესურსებს და არსებობის შემთხევაში, პროგრამის განხორციელებაში ჩართული პარტნიორი დაწესებულებების შესაძლებლობებს;
  • დოკუმენტი, რომლითაც განსაზღვრულია საგანმანათლებლო პროგრამის დამტკიცებაზე უფლებამოსილი პირი/ორგანო;
  • საგანმანათლებლო პროგრამის დამტკიცების აქტი;
  • დაინტერესებულ მხარეებთან ინტერვიუს შედეგები.

 

 

2.2. საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების რესურსი

 

2.2.1. პროგრამა უზრუნველყოფილია პროგრამის განსახორციელებლად საჭირო რესურსებით

  1. პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების მიღწევა უზრუნველყოფილია დაწესებულების/სასწავლო საწარმოს/ პრაქტიკის ობიექტის მფლობელობაში არსებული მატერიალური რესურსით, პროფესიულ სტუდენტთა ზღვრული რაოდენობის გათვალისწინებით;
  2. პროგრამისთვის განსზღვრული პროფესიული განათლების მასწავლებელთა რაოდენობა და დატვირთვა უზრუნველყოფს საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების მდგრადობას;
  3. პროგრამისთვის განსაზღვრულ პროფესიული განათლების მასწავლებელს აქვს პროფესიულ სტუდენტთათვის შესაბამისი სწავლის შედეგების გამომუშავების და შეფასების კომპეტენცია;
  4. პროგრამას ჰყავს ხელმძღვანელი, რომელიც იმავდროულად არის ამ პროგრამის პროფესიული მოდულის განმახორციელებელი და რომელსაც გააჩნია  დადასტურებული კომპეტენცია პროგრამით გათვალისწინებული კვალიფიკაციის მიმართულებით;“
  5. საგანმანათლებლო პროგრამაში მითითებული საგანმანათლებლო რესურსი ხელმისაწვდომია ელექტორნული სახით ან დაწესებულების ბიბლიოთეკაში მატერიალური სახით და გამოიყენება სასწავლო პროცესში;
  6. სსსმ პირებს წვდომა აქვთ პროგრამით გათვალისწინებულ ან ინდივიდუალური სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ სასწავლო რესურსებთან, რომლებიც ადაპტირებულია სსსმ პირების საჭიროებებისა და მოთხოვნილებების შესაბამისად;
  7. პსდ-ს ფინანსური რესურსით უზრუნველყოფილია საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების მდგრადობა.
  • პსდ-ს მიერ შევსებული ფორმა პროგრამის განხორციელებისთვის საჭირო ადამიანური რესურსის შესახებ;
  • პსდ-ს მიერ შევსებული ფორმა პროგრამის განხორციელებისთვის საჭირო მატერიალური რესურსის შესახებ;
  • დაწესებულების/სასწავლო საწარმოს/ პრაქტიკის ობიექტის პროგრამის განსახორციელებლად საჭირო მატერიალური რესურსების შეფასების შედეგები;
  • ბიბლიოთეკაში არსებული სასწავლო რესურსი დამუშავებული საბიბლიოთეკო წესის შესაბამისად;
  • პროგრამის ბიუჯეტი;
  • განმახორციელებლებთან და პროფესიულ სტუდენტებთან ინტერვიუს შედეგები.

 

 

2.3. საგანმანათლებლო პროგრამების შეფასება და განვითარება

 

2.3.1. პროგრამის განვითარება უზრუნველყოფილია პროგრამების შეფასებისა და განვითარების პსდ-ში მოქმედი მექანიზმით

  1. პროგრამის შეფასების მექანიზმი ითვალისწინებს შრომის ბაზრის მოთხოვნებს, უკუკავშირს დაინტერესებული მხარეებისგან, საუკეთესო ადგილობრივ ან/და საერთაშორისო პრაქტიკას და სხვ.
  2. პსდ აანალიზებს პროგრამის განხორციელების ხარისხის შეფასების შედეგებს და საჭიროების შემთხვევაში ახორციელებს ცვლილებებს საგანმანათლებლო პროგრამაში/მოდულებში მის მიერ განსაზღვრული წესებისა და პროცედურების შესაბამისად.

 

  • საგანმანათლებლო პროგრამის დაგეგმვის, განხორციელებისა და შეფასების მეთოდოლოგია; (სისტემის მოდელი: დაგეგმვა-განხორციელება-შეფასება-გადახედვა/გაუმჯობესება ან სხვა ალტერნატივა);
  • პსდ-ს მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები (მათ შორის საგანმანთლებლო პროგრამის ფარგლებში შეძენილი უნარებით/კომპეტენციებით პროფესიული სტუდენტებისა და დამსაქმებლების კმაყოფილების მაჩვენებელი, კურსდამთავრებულთა დასაქმების კვლევის მაჩვენებელი; პროფესიულ სტუდენტთა რეგისტრაციის, ჩარიცხვის, კვალიფიკაციის მინიჭების, სტატუსის შეჩერება/შეწყვეტის, მობილობის სტატისტიკის ანალიზი);
  • საგანმანათლებლო სტანდარტში ცვლილების ინიცირების წერილი;
  • საგანმანათლებლო პროგრამის დამტკიცების, მათში ცვლილებების შეტანისა და გაუქმების წესები;
  • განმახორციელებლებთან ინტერვიუს შედეგები.

 

2.4. სასწავლო პროცესის ორგანიზება და პროფესიულ სტუდენტთა შეფასება

 

2.4.1. სასწავლო პროცესი უზრუნველყოფს სასწავლო მიზნების მიღწევას

  1. პროგრამა ხორციელდება სასწავლო გეგმის/გეგმების შესაბამისად;
  2. პსდ უზრუნველყოფს სასწავლო პროცესის ორგანიზებას პროფესიულ სტუდენტთა ინტერესების გათვალისწინებით და მოქნილად რეაგირებს შემხვედრ საჭიროებებზე;
  3. სასწავლო პროცესი ითვალისწინებს სწავლების თანამედროვე მეთოდებისა და დარგის შესაბამისი ტექნოლოგიების გამოყენებას;
  4. პროგრამით განსაზღვრული სწავლის შედეგების მიღწევისას გათვალისწინებულია პროფესიულ სტუდენტთა ინდივიდუალური საჭიროებები;
  5. პსდ-ს თანამშრომლობა პრაქტიკის კომპონენტის განმახორციელებელ პარტნიორთან/ სასწავლო საწარმოსთან/თანაგანმახორციელებელ დაწესებულებასთან დასტურდება შესაბამისი ხელშეკრულებით/ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმით;
  6. სასწავლო პროცესი მიმდინარეობს უსაფრთხო სასწავლო/სამუშაო გარემოში, პროგრამის სპეციფიკის გათავლისწინებით.
  • საგანმანათლებლო პროგრამა;
  • სასწავლო და კალენდარული გეგმები;
  • პრაქტიკის კომპონენტის განმახორციელებელ პარტნიორთან/სასწავლო საწარმოსთან/ თანაგანმახორციელებელ დაწესებულებასთან გაფორმებული ხელშეკრულებები /მემორანდუმები მოქმედი კანონმდებლობის დაცვით;
  • ინდ. სასწავლო გეგმები (საჭიროების შემთხვევაში);
  • დაწესებულებაში განხორციელებული პრაქტიკული კომპონენტის ფარგლებში შრომის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის წესი და ფაქტობრივი მდგომარეობა (დათვალიერება ადგილზე/ შრომის ინსპექციის ვიზიტის შედეგები და სხვა);
  • განმახორციელებლებთან, პროფესიულ სტუდენტებთან და მასწავლებლებთან ინტერვიუს შედეგები.

 

 

 

2.4.2. შეფასების სისტემა უზრუნველყოფს პროგრამის სწავლის შედეგების დადასტურებას

  1. პროგრამის მიზნებისთვის გამოყენებული შეფასების სისტემა არის ვალიდური, სანდო, გამჭვირვალე, სამართლიანი, ობიექტური;
  2. პროფესიულ სტუდენტთა შეფასების სისტემა ითვალისწინებს ვერიფიკაციის მექანიზმს;
  3. პსდ უზრუნველყოფს შეფასებასთან დაკავშირებული მონაცემების/ინფორმაციის/მტკიცებულებების სათანადო აღრიცხვასა და შენახვას შეფასების უწყისის გაფორმებიდან 3 წლის ვადით;
  4. პროფესიულ სტუდენტთა შეფასების შედეგები გამოყენებულია მათი შემდგომი განვითარებისათვის.

 

  • სწავლის შედეგების შეფასების სისტემის მარეგულირებელი წესი, რომელიც ხელმისაწვდომია დაინტერესებული მხარეებისთვის;
  • შეფასების შიდა ვერიფიკაციის შედეგები;
  • პროფესიულ სტუდენტთა შეფასების, მათ შორის, შესაბამის შემთხვევაში საკვალიფიკაციო გამოცდების, უწყისები და მტკიცებულებები;
  • კვალიფიკაციის მინიჭებასთან დაკავშირებული დოკუმენტები;
  • გასაჩივრების დამტკიცებული პროცედურები;
  • მასწავლებლებთან, ადმინისტრაციასთან და პროფესიულ სტუდენტებთან ინტერვიუს შედეგები.

 

 

3. პროფესიული სტუდენტები და მათი მხარდაჭერის ღონისძიებები

 

3.1. პროფესიული სტუდენტების უფლებების დაცვა

 

3.1.1. პროფესიული სტუდენტების უფლებები და კანონიერი ინტერესები დაცულია

  1. პსდ-ს შიდა რეგულაციებით უზრუნველყოფილია კანონით გათვალისწინებული პროფესიული სტუდენტის უფლებების დაცვა და გარანტიების უზრუნველყოფა;
  2. პროფესიული სტუდენტები იცნობენ და იყენებენ მათ უფლებებსა და კანონიერი ინტერესების დაცვის მექანიზმებს;
  3. პროფესიული სტუდენტები ინფორმირებულნი არიან შეფასების სისტემის შესახებ და საჭიროების შემთხვევაში, სარგებლობენ შეფასების შედეგების გასაჩივრების მექანიზმით;
  4. პსდ-სა და პროფესიულ სტუდენტს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით დაცულია პროფესიული სტუდენტის უფლებები და კანონიერი ინტერესები, მათ შორის გათვალისწინებულია არასრულწლოვან პირებთან ხელშეკრულების დადების სპეციფიკა;
  5. პსდ ინდივიდუალურ სასწავლო გეგმებს შეიმუშავებს და განახორციელებს შესაბამის პროფესიულ სტუდენტთა ჩართულობითა და მათი ინტერესების გათვალისწინებით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
  • მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისი, ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მარეგულირებელი წესები;
  • პსდ-სა და პროფესიულ სტუდენტს შორის გაფორმებული ხელშეკრულების ნიმუშები;
  • ინდ. სასწავლო გეგმების შემუშავების რეგულაცია; საჭიროების შემთხვევაში, პროფესიული სტუდენტისათვის შემუშავებული ინდ. სასწავლო გეგმა;
  • ადმინისტრაციასთან, პროფესიულ სტუდენტებთან და სხვა დაინტერესებულ პირებთან ინტერვიუს შედეგები.

 

 

3.2. პროფესიული სტუდენტების მხარდაჭერის ღონისძიებები

 

3.2.1. პსდ-ში ფუნქციონირებს პროფესიული სტუდენტების მხარდაჭერის მომსახურება

  1. პროფესიული სტუდენტი პსდ-სგან იღებს სათანადო კონსულტაციასა და მხარდაჭერას აკადემიური მიღწევების გასაუმჯობესებლად;
  2. პსდ სწავლის დაწყების მომენტიდან ხელს უწყობს პროფესიულ სტუდენტთა ადაპტაციას სასწავლო გარემოსთან;
  3. პსდ პროფესიულ სტუდენტს გონივრულ ვადაში უწევს ადმინისტრაციულ მხარდაჭერას;
  4. პსდ უზრუნველყოფს დამატებითი/არაფორმალური აქტივობების წახალისებასა და პროფესიული სტუდენტების ინიციატივების მხარდაჭერას;
  5. პროფესიულ სტუდენტთა უკუკავშირის საფუძველზე დაწესებულება აუმჯობესებს პროფესიული სტუდენტების მომსახურეობას.
  • ჩანაწერები, ოქმები და სხვა დოკუმენტები დაგეგმილი და/ან განხორციელებული საკონსულტაციო, მხარდამჭერი მომსახურების შესახებ;
  • პროფესიულ სტუდენტთა კვლევის კითხვარი და შედეგები;
  • ჩანაწერები, ანგარიშები და სხვა დოკუმენტები განხორციელებული და/ან დაგეგმილი (სპორტული, ხელოვნების, შემეცნებითი) სტუდენტური ინიციატივების/აქტივობების/პროექტების და სხვ. შესახებ
  • პროფესიულ სტუდენტებთან და სხვა დაინტერესებულ პირებთან ინტერვიუს შედეგები.

 

 

3.2.2. პსდ-ში ფუნქციონირებს კარიერული მხარდაჭერის მომსახურება

  1. კარიერული მხარდაჭერის მომსახურება ხელმისაწვდომია არსებული და პოტენციური პროფესიული სტუდენტებისთვის;
  2. პსდ მუდმივად აწვდის პროფესიულ სტუდენტებს და კურსდამთავრებულებს განახლებულ ინფორმაციას დასაქმების შესაძლებლობებთან/ვაკანსიებთან და შემდგომი კარიერული განვითარების შესაძლებლობებთან დაკავშირებით;
  3. პსდ პერიოდულად ატარებს კვლევას პროფესიული სტუდენტების და კურსდამთავრებულების დასაქმებასთან დაკავშირებით
  4.  კარიერული მომსახურების კვლევის შედეგად მიღებული უკუკავშირის საფუძველზე დაწესებულება აუმჯობესებს მომსახურების ხარისხს
  • პროფესიულ ორიენტაციასა და დასაქმებასთან დაკავშირებით დაგეგმილი/განხორციელებული ღონისძიებები;
  • პროფესიული სტუდენტების და კურსდამთავრებულების კვლევის მეთოდოლოგია;
  • კვლევის შედეგების ანალიზი;
  • ჩატარებული კვლევის შედეგების გათვალისწინებით დაგეგმილი/განხორციელებული აქტივობების ამსახველი დოკუმენტაცია;
  • პროფესიულ სტუდენტებთან და დაინტერესებულ მხარეებთან ინტერვიუს შედეგები.

 

4.ადამიანური რესურსები

 

4.1. პერსონალის და პროცესების მართვა

 

4.1.1. პსდ-ს ორგანიზაციული სტრუქტურა უზრუნველყოფს დასახული მიზნების მიღწევას

 

 

 

  1. პსდ-ში მოქმედი სტრუქტურული ერთეულების/ პირების ფუნქციები მკაფიოდაა განსაზღვრული;
  2. პსდ-ს სტრუქტურულ ერთეულებს შორის ფუნქციებისა და პასუხისმგებლობების განაწილება ხელს უწყობს პსდ-ს ძირითადი საქმიანობის განხორციელებას;
  3.  პსდ-ში მოქმედი ხარისხის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი სტრუქტურული ერთეულების/ პირების ფუნქციები გამორიცხავს ინტერესთა კონფლიქტს.
  • პსდ-ს სტრუქტურა, სტრუქტურული ერთეულების ფუნქციები.
  • წესდება, დებულება;
  • პერსონალის სამუშაო აღწერილობები, საკვალიფიკაციო მოთხოვნები;
  • სტრატეგიული და სამოქმედო გეგმები;
  • ხარისხის უხრუნველყოფის შიდა სისტემის აღმწერი რეგულაციები, ხარისხის უხრუნველყოფის სამოქმედო გეგმა, ხარისხის უხრუნველყოფის სისტემის ფუნქციონირების დამადასტურებელი დოკუმენტები/აქტივობები.

 

4.1.2 პსდ-ს პერსონალის მართვის პოლიტიკა უზრუნველყოფს ორგანიზაციის განვითარებას

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

    1. სდ-ში პერსონალის მართვის პროცესები ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობისა და დაწესებულების მიერ დადგენილი პირობების, მათ შორის შინაგანაწესის, შესაბამისად.
    2. პსდ- ს პერსონალის შერჩევის პოლიტიკა და პროცედურები უზრუნველყოფს პოზიციის შესაბამისი კვალიფიკაციის კადრების მოზიდვასა და დასაქმებას ობიექტურობის და გამჭვირვალობის პრინციპის დაცვით;
    3. პერსონალის კვალიფიკაცია შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას;
    4. პსდ-ს პერსონალის მართვის პოლიტიკა და ორგანიზაციული კულტურა ეფუძნება მონაწილეობითი და გუნდური მუშაობის პრინციპებს.
  • პერსონალის სამუშაო აღწერილობები, საკვალიფიკაციო მოთხოვნები,
  • დანიშვნის აქტი/ შრომითი ხელშეკრულებები/ მომსახურეობის ხელშეკრულებები;
  • პერსონალის მართვის მარეგულირებელი დოკუმენტი და რეგულაციები (მათ შორის პერსონალის მოზიდვის, შერჩევა/დანიშვნის პროცედურები);
  • პერსონალის მართვის პოლიტიკის და რეგულაციების ხელმისაწვდომობა და მათ შესახებ დაინტერესებული პირების ინფორმირება;
  • ადმინისტრაციული პერსონალის პირადი საქმეები/ cv/კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი/სერტიფიკატები;
  • შინაგანაწესი;
  • პერსონალთან და ადამიანური რესურსების მართვაზე პასუხისმგებელ პირთან/პირებთან ინტერვიუს შედეგები.

 

4.2. პერსონალის განვითარება

 

4.2.1. პსდ-ს მართვის პოლიტიკა ორიენტირებულია პერსონალის განვითარებაზე

 

  1. პსდ უზრუნველყოფს პერსონალის საქმიანობის შეფასებას და პროფესიული განვითარების საჭიროებათა კვლევას;
  2. პერსონალის განვითარება ხორციელდება პსდ-ს მიერ გამოვლენილი საჭიროებების შესაბამისად შემუშავებული გეგმის მიხედვით;
  3. პსდ უზრუნველყოფს პროფესიული განათლების მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის ხელშეწყობას კანონმდებლობით დადგენილი წესით;
  4. პსდ უზრუნველყოფს ახალი თანამშრომლების ინტეგრაციას სამუშაო გარემოსთან;
  5. პსდ-ში წახალისებულია პერსონალის განვითარებასთან დაკავშირებული ინიციატივები.
  • პერსონალის მართვის მარეგულირებელი დოკუმენტი და რეგულაციები;
  • პერსონალის მიერ შესრულებული სამუშაოს შეფასების შედეგები;
  • პროფესიული განვითარების საჭიროებათა კვლევის შედეგები;
  • პერსონალის, მათ შორის მასწავლებლების განვითარების გეგმა/გეგმები;
  • პერსონალის პროფესიული განვითარებისთვის განხორციელებული აქტივობების ამსახველი დოკუმენტები/მასალა;
  • განვითარების ღონისძიებებში მონაწილეობის სტატისტიკა;
  • ერთწლიანი სამოქმედო გეგმა, რომელშიც ასახულია პერსონალის განვითარების გეგმის შესაბამისი ბიუჯეტი;
  • პერსონალთან ინტერვიუს შედეგები.

 

5. მატერიალური, საინფორმაციო და ფინანსური რესურსები

 

5.1. მატერიალური რესურსები და ინფრასტრუქტურა

 

5.1.1. პსდ-ს მატერიალური რესურსი და ინფრასტრუქტურა ხელს უწყობს მისი ძირითადი საქმიანობის განხორციელებას

 

 

 

 

  1. დაწესებულების საქმიანობა უზრუნველყოფილია შესაბამისი ინფრასტრუქტურითა და მატერიალური რესურსით მინიმუმ ავტორიზაციის ვადით;
  2. დაწესებულების ინფრასტრუქტურა, მათ შორის საერთო სარგებლობის სივრცეები და მატერიალური რესურსი დაწესებულების მიერ დადგენილი წესით ხელმისაწვდომია პროფესიული სტუდენტებისთვის;
  3. დაწესებულების მართლზომიერ მფლობელობაში არსებული ყველა სივრცეში დაცულია და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები;
  4. შენობა-ნაგებობა უზრუნველყოფილია ცენტრალური გათბობის სისტემით;
  5. დაწესებულებაში მოქმედებს კანონმდებლობით დადგენილი შრომის უსაფრთოების უზრუნველყოფის მექანიზმები;
  6.  დაწესებულებაში მოქმედებს სასწავლო პროცესის საჭირო მასალებითა და ნედლეულით შეუფერხებელი უზრუნველყოფის მექანიზმები;
  7. ხარისხის უზრუნველყოფის შიდა მექანიზმი ითვალისწინებს დაწესებულების რესურსების რეგულარულ შეფასებასა და განვითარებას;
  8. პსდ-ს შენობა-ნაგებობაში მოწყობილია გამიჯნული სანიტარული კვანძები, რომლებიც მუდმივად მარაგდება წყლით, აქვს უწყვეტი განათება და ვენტილაცია, სათანადოდ მოწესრიგებულია, უზრუნველყოფს პირადი ჰიგიენის დაცვის შესაძლებლობას და ხელმისაწვდომია ყველა პროფესიული სტუდენტისთვის, მათ შორის შშმ სტუდენტებისთვის;
  9. ყველა სასწავლო ფართს და ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზს აქვს როგორც ბუნებრივი (გარდა სპეციფიური მიზნებისთვის გამოყენებული აუდიტორიებისა), ისე ხელოვნური განათების შესაძლებლობა;
  10. სათავსოებისა და სივრცეების განლაგება ხელს უწყობს საგანმანათლებლო და ადმინისტრაციული პროცესის წარმართვას;
  11. მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომია პსდ-ს ბიბლიოთეკის როგორც მატერიალური, ასევე ელექტრონული საგანმანათლებლო რესურსი, რომელიც დამუშავებულია საბიბლიოთეკო წესის შესაბამისად.
  • უძრავი ქონების საკუთრების ან მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
  • შენობა-ნაგებობის შიდა აზომვითი ნახაზი;
  • მოძრავი ქონების, მათ შორის სასწავლო რესურსის, ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
  • ელექტროენერგიის, წყლისა და ბუნებრივი აირის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები;
  • დაწესებულების მატერიალური რესურსის გამოყენების რეგულაცია;
  • სასწავლო პროცესის მასალებით/ნედლეულით უზრუნველყოფის, მისი შენახვისა და გამოყენების რეგულაცია;
  • სასწავლო პროცესის ფარგლებში შექმნილი პროდუქტის შენახვისა და განკარგვის რეგულაცია;
  • ტექნოლოგიური პროცესის ფარგლებში წარმოშობილი ნარჩენების მართვის რეგულაცია;
  • ინვენტარის აღწერა/განახლება/შეკეთების დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
  • დაწესებულების მატერიალური რესურსების შეფასების შედეგები და განვითარების გეგმა;
  • შევსებული სპეციალური ფორმა, რომლითაც დასტურდება შემდეგი სივრცეების/ფართების ფლობა: ფოიე, თეორიული სწავლების აუდიტორია /აუდიტორიები, კომპიუტერული ტექნიკით აღჭურვილი სასწავლო ფართი, ადმინისტრაციული სივრცე, სამუშაო სივრცე პროგრამის განმახორციელებელი პირებისათვის, სამუშაო და დასასვენებელი სივრცე პროფესიული სტუდენტებისათვის, მათ შორის პროფესიულ სტუდენტთა სპორტულ/შემოქმედებითი საქმიანობისათვის, სანიტარიული კვანძები, ბიბლიოთეკა, დარგობრივი სპეციფიკის შესაბამისი კაბინეტი/ები/სახელოსნო/ები, სივრცე არქივისთვის;
  • ბიბლიოთეკით სარგებლობის წესი;
  • სამკითხველო დარბაზის, საბიბლიოთეკო წესის შესაბამისად დამუშავებული სასწავლო რესურსების, ელექტრონული მართვის მოქმედი სისტემისა და კატალოგის შემოწმების შედეგი;
  • პსდ-ს მიერ ჩატარებული პროფესიული სტუდენტების გამოკითხვის შედეგები;
  • სანიტარიული ნორმების დაცვის მექანიზმის არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • პროფესიულ სტუდენტებთან/ დაინტერესებულ მხარეებთან ინტერვიუს შედეგები.

 

5.1.2. პსდ-ში დაცულია პერსონალისა და პროფესიული სტუდენტების უსაფრთხოება

  1.  დაწესებულების მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ ყველა ფართში დაცულია უსაფრთხოების ზომები;
  2. დაწესებულებაში მოქმედებს პირველადი გადაუდებელი დახმარების აღმოჩენის მექანიზმები;
  3. დაწესებულებაში მოქმედებს საგანგებო სიტუაციების მართვის მექანიზმი;
  4. დაწესებულება საგანმანათლებლო მიზნებისათვის გამოყენებულ მის საკუთრებაში/მფლობელობაში არსებულ მთელ პერიმეტრზე უზრუნველყოფს წესრიგის დაცვას.

 

 

  • პირველადი გადაუდებელი დახმარების აღმოჩენისა და წესრიგის დაცვის მექანიზმების მოქმედების დამადასტურებელი დოკუმენტაცია/ინცინდენტების აღრიცხვის ჟურნალი;
  • პირველადი გადაუდებელი დახმარების აღმოჩენის მიზნით პასუხისმგებელ პირთან გაფორმებული ხელშეკრულება/სამუშაოს აღწერილობა;
  • პირველადი გადაუდებელი დახმარების აღმოჩენისათვის საჭირო ინვენტარისა და სამკურნალო საშუალებების დათვალიერების შედეგები;
  • კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემული დასკვნა შენობის უსაფრთხოების შესახებ;
  • საგანგებო სიტუაციების მართვის გეგმა, რომელიც შეთანხმებულია კომპეტენტურ ორგანოსთან/პირთან და დამტკიცებულია დაწესებულების უფლებამოსილი პირის მიერ;
  • დასკვნა შენობა-ნაგებობების სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესაბამისობის შესახებ და არსებობის შემთხვევაში- გაცემული მიწერილობა სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების დარღვევის აღმოფხვრაზე;
  • ხელშეკრულება დაწესებულების დაცვის ღონისძიებების განხორციელებაზე პასუხისმგებელ პირთან/ ორგანიზაციასთან;
  • შენობა-ნაგებობის მთლიან შიდა (გარდა ადმინისტრაციული და სასწავლო კაბინეტებისა, სანიტარული კვანძებისა და დამხმარე სათავსოებისა) და გარე პერიმეტრზე დამონტაჟებული ვიდეოჩანაწერის შენახვის ფუნქციით აღჭურვილი უსაფრთხოების კამერების სისტემის შემოწმების შედეგი.

 

5.2.საინფორმაციო რესურსები

 

5.2.1. პსდ-ს ინფორმაციული ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურა ხელს უწყობს მისი ძირითადი საქმიანობის განხორციელებას

  1. პსდ-ში შექმნილი IT ინფორმაციის ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურა შეესაბამება დაწესებულების პროცესებს;
  2. პსდ ახორციელებს საინფორმაციო ტექნოლოგიების IT რისკების მართვას;
  3. დაწესებულება უზრუნველყოფს პერსონალურ მონაცემთა დაცვას;
  4. პსდ აფასებს საინფორმაციო ინფრასტრუქტურისა და IT პროცესების სისტემის ეფექტიანობას;
  5. პროფესიული სტუდენტებისა და პერსონალისათვის მუდმივად ხელმისაწვდომია პსდ-ს IT ინფორმაციული ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურა და მომსახურება;
  6. სდ უზრუნველყოფს პროფესიულ სტუდენტთა და პერსონალის ინფორმირებას ერთიანი ელექტრონული საკომუნიკაციო მექანიზმით/სისტემით.
  • ინფორმაციული ტექნოლოგიების მართვის პროცედურები;
  • ინფორმაციული ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურის შესწავლის შედეგი (კომპიუტერული ტექნიკა, პროგრამული უზრუნველყოფა, ინტერნეტი);
  • IT ვირუსისგან დამცავი სისტემის შემოწმების შედეგი;
  • ინტერნეტ პროვაიდერთან გაფორმებული ხელშეკრულება;
  • უკაბელო ინტერნეტის ადგილზე შემოწმების შედეგი;
  • დაწესებულების დომეინით პერსონალისთვის ამოქმედებული ელ-ფოსტის მისამართების შემოწმების შედეგი;
  • ელ-ფოსტის ერთიანი ჯგუფი პროფესიული სტუდენტებისთვის, ასევე პერსონალისთვის და/ან სხვა ელექტრონული სისტემა;
  • პერსონალურ მონაცემთა დაცვის მექანიზმი;
  • პსდ-ს სერვისებისათვის გამიზნული, ერთიანი საკომუნიკაციო სისტემის არსებობისა და პროფესიული სტუდენტების და პერსონალისათვის ხელმისაწვდომობის შემოწმების შედეგი.

 

5.2.2. პსდ-ში საქმისწარმოება მიმდინარეობს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად

  1. პსდ-ში მოქმედებს კანონმდებლობასთან შესაბამისი საქმისწარმოების წესი;
  2. პსდ-ს მართვაში გამოიყენება თანამედროვე ტექნოლოგიები, მათ შორის, ელექტრონული საქმისწარმოებისთვის;
  3. პსდ უზრუნველყოფს პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში სრულყოფილი ინფორმაციის კანონმდებლობით დადგენილი წესით შეტანას;
  4. პსდ დროულად აწვდის ანგარიშებს, უკუკავშირსა და ინფორმაციას საგანმანათლებლო საქმიანობაზე კონტროლის განმახორციელებელ უწყებებს და თანამშრომლობს მათთან.
  • პსდ-ს საქმისწარმოების წესი;
  • პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მონაცემები;
  • საქმისწარმოების ელექტრონული სისტემა (პროგრამული უზრუნველყოფა);
  • მიღებული და გაგზავნილი კორესპონდენცია, გაგზავნილი ანგარიშები და სხვ.;

 

5.2.3. პსდ მიზანმიმართულად წარმართავს საზოგადოებასთან ურთიერთობას

 

 

 

  1. პსდ-ს ოფიციალური ვებგვერდი და სოციალური ქსელის გვერდი ასრულებს საკომუნიკაციო და საინფორმაციო ფუნქციას და ითვალისწინებს ინფორმაციის გონივრულ ვადაში მიღების ინტერესს;
  2. დაწესებულებას, რომლის მისიაშიც განსაზღვრულია საერთაშორისო თანამშრომლობის პრიორიტეტი ან უცხოენოვანი პროგრამის განხორციელება, აქვს იმ ენის შესაბამისი ვებგვერდიც, რომელზეც ახორციელებს სწავლებას;
  3. პსდ უზრუნველყოფს მისი საქმიანობის, მათ შორის მის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ მხოლოდ სანდო და უტყუარი ინფორმაციის გავრცელებას;
  4. საგანმანათლებლო პროგრამების კატალოგი ემსახურება დაინტერესებული პირების ინფორმირებას პსდ-ის საგანმანათლებლო აქტივობების შესახებ;
  5. პროგრამების კატალოგი ახლდება წლიურად, ასევე პროგრამაში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად;
  6. საზოგადოებასთან კომუნიკაციის პროცესში სხვადასხვა არხების შედეგად მიღებულ უკუკავშირს პსდ იყენებს მისი საქმიანობის ხარისხის გასაუმჯობესებლად.
  • საზოგადოებასთან ურთიერთობის/ კომუნიკაციის წესი;
  • დომენის და ჰოსტინგის ხელშეკრულება;
  • პსდ-ს მოქმედი ვებგვერდი ქართულ ენაზე (საჭიროების შემთხვევაში, იმ ენის შესაბამისი ვებგვერდიც, რომელზეც ახორციელებს სწავლებას);
  • ვებგვერდზე მარტივი ნავიგაციისა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ ინფორმაციის მთავარ გვერდზე ხელმისაწვდომობის შემოწმების შედეგი;
  • ვებ-გვერდსა და სოც.ქსელის გვერდზე საკონტაქტო და სხვა საჭირო ინფორმაცის,სიახლეების და ასევე პროგრამების კატალოგის დათვალიერების შედეგი;
  • ვებ-გვერდზე განთავსებული პსდ-ს მისიის, საქმიანობის, სტრუქტურის, პროგრამის სახელწოდებებისა და ამ პროგრამაზე ჩარიცხვის პროცედურების, პროგრამის მოსალოდნელი სწავლის შედეგებისა და მისანიჭებელი კვალიფიკაციის (არსებობის შემთხვევაში), სასწავლო პროცესთან დაკავშირებული აუცილებელი მოთხოვნების -შემოწმების შედეგი;
  • ვებ-გვერდზე ბიბლიოთეკის ელექტრონული კატალოგის, დაწესებულების წლიური ანგარიშების, პროფესიული სტუდენტებისთვის, მათ შორის სსსმ პირებისთვის ხელმისაწვდომი მხარდაჭერის სერვისების, სასწავლო და დასაქმების შესაძლებლობების და სხვ. განთავსებული მონაცემების შემოწმების შედეგი (პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნათა გათვალისწინებით).

 

 

5.3. ფინანსური რესურსები

 

5.3.1. დაწესებულება

ფინანსურად მდგრადია

  1. პსდ-ს ფინანსური რესურსით უზრუნველყოფილია სტრატეგიული და სამოქმედო გეგმების განხორციელება;
  2. საოპერაციო ხარჯები უზრუნველყოფილია ფინანსური რესურსით;
  3. დაწესებულება უზრუნველყოფს საკუთარი ფინანსური მდგრადობის ობიექტურ შეფასებას;
  4. დაწესებულება სათანადოდ რეაგირებს შეფასების შედეგებზე.
  • მაძიებლის თვითშეფასების განაცხადით წარმოდგენილი საპროგნოზო ბიუჯეტი;
  • დაფინანსების დინამიკა;
  • სამოქმედო გეგმების შესრულების ანგარიშები;
  • ფინანსური აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის ანგარიშგების პორტალზე განთავსებული ფინანსური ანგარიშები;
  • პასუხისმგებელ პირებთან ინტერვიუს შედეგები.