FAQ

ავტორიზაციის სტანდარტები და სტანდარტებთან შესაბამისობის შეფასების სქემა

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის სტანდარტები

 

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის სტანდარტებთან შესაბამისობა ფასდება ოთხდონიანი სკალით: „შეესაბამება სტანდარტის მოთხოვნებს“, „მეტწილად შეესაბამება სტანდარტის მოთხოვნებს”, „ნაწილობრივ შეესაბამება სტანდარტის მოთხოვნებს“ და „არ შეესაბამება სტანდარტის მოთხოვნებს“.
 

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის სტანდარტის კომპონენტის შეფასების სკალა განიმარტება შემდეგნაირად:
 

1. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მაძიებელი ფასდება სტანდარტის კომპონენტთან მიმართებით, როგორც „შეესაბამება სტანდარტის მოთხოვნებს“, თუ დაწესებულებაში არსებული რესურსები, დამკვიდრებული პრაქტიკა/სისტემა და მიღწეული შედეგები (ახალი დაწესებულების შემთხვევაში - მიღწევადი მოსალოდნელი შედეგები) სრულად უზრუნველყოფს სტანდარტის კომპონენტის მოთხოვნების დაკმაყოფილებას, მიღწეული დონის შენარჩუნებას და შემდგომ განვითარებას. ამასთან, შესაძლო მცირედი გამოწვევები გავლენას არ ახდენს დაწესებულების საქმიანობის ხარისხზე.
 

2. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მაძიებელი ფასდება სტანდარტის კომპონენტთან მიმართებით, როგორც „მეტწილად შეესაბამება სტანდარტის მოთხოვნებს”, თუ დაწესებულებას გააჩნია უფრო მეტი ძლიერი, ვიდრე სუსტი მხარე, რომელიც მნიშვნელოვნად არ აუარესებს დაწესებულების საქმიანობის ხარისხს. დაწესებულებაში არსებული რესურსები და დამკვიდრებული პრაქტიკა/სისტემა მეტწილად უზრუნველყოფს კომპონენტის მოთხოვნების დაკმაყოფილებას და დაწესებულებას შეუძლია შესაბამისი შედეგების დემონსტრირება. დაწესებულებას, სუსტი მხარეების დასაძლევად, მოკლევადიან პერიოდში (არაუმეტეს 12 თვისა), დასაძლევად აქვს მზაობა და რესურსებით უზრუნველყოფილი, სტანდარტებთან შესაბამისობის გეგმა.
 

3. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მაძიებელი ფასდება სტანდარტის კომპონენტთან მიმართებით, როგორც „ნაწილობრივ შეესაბამება სტანდარტის მოთხოვნებს“, თუ დაწესებულება მეტწილად ვერ აკმაყოფილებს კომპონენტის მოთხოვნებს და მას აქვს ისეთი სუსტი მხარე(ებ)ი, რომელთა დასაძლევადაც საჭიროა მნიშვნელოვანი რესურსების მობილიზება, თუმცა დაწესებულებას აქვს მზაობა და განსაზღვრულ პერიოდში (არაუმეტეს 24 თვისა) სუსტი მხარეების დასაძლევად რესურსებით უზრუნველყოფილი სტანდარტებთან შესაბამისობის გეგმა.
 

4. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მაძიებელი ფასდება სტანდარტის კომპონენტთან მიმართებით, როგორც „არ შეესაბამება სტანდარტის მოთხოვნებს“, თუ დაწესებულების სუსტი მხარე(ებ)ი საფრთხეს უქმნის დაწესებულების საქმიანობის ხარისხს და ვერ უზრუნველყოფს მის განვითარებას.

 

სტანდარტებთან შესაბამისობის შეფასების სქემა