ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია განახორციელოს მესამე და მეოთხე დონის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები.
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია განახორციელოს ნებისმიერი დონის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა.
ზოგადსაგანმანათლებლო ან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია განახორციელოს შესაბამისი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის სტანდარტების დაკმაყოფილების შემთხვევაში.
პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების უფლების მოპოვების სურვილის შემთხვევაში ზოგადსაგანმანათლებლო ან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება/დაწესებულების სტატუსის მაძიებელი ცენტრში წარადგენს პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მაძიებლის თვითშეფასების შევსებულ ფორმას, მასზე დასართავ დოკუმენტაციას და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების უფლების მოპოვებისათვის დადგენილი საფასურის გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტს.
იმ შემთხვევაში თუ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მაძიებელი საავტორიზაციო განაცხადში მიუთითებს, რომ სურს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებაც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვებისთვის განსაზღვრულ ავტორიზაციის საფასურს დაემატება შესაბამისი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების უფლების მოპოვებისათვის დადგენილი საფასური, რომლის ოდენობა გამოითვლება ექსპერტთა ჯგუფის სამუშაოს მოცულობის - კაც/დღეების რაოდენობის (მინიმუმ 8 და მაქსიმუმ 36 კაც/დღე) მიხედვით. ერთი იურიდიული პირის მიერ სხვადასხვა მუნიციპალიტეტში ან სხვადასხვა ენაზე განსახორციელებელი ერთიდაიგივე პროგრამა საფასურის განსაზღვრის მიზნებისათვის განიხილება დამოუკიდებელ პროგრამებად.
პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების რაოდენობა |
კაც/დღეების რაოდენობა |
საფასური (ლარში) მივლინების საჭიროების გარეშე |
საფასური (ლარში) მივლინების საჭიროების შემთხვევაში |
1 |
8 |
10,449.00 |
14,030.00 |
2 |
10 |
10,722.00 |
14,550.00 |
3 |
12 |
10,995.00 |
15,070.00 |
4 |
14 |
11,268.00 |
15,591.00 |
5 |
16 |
11,540.00 |
16,111.00 |
6 |
18 |
11,813.00 |
16,632.00 |
7 |
20 |
12,086.00 |
17,152.00 |
8 |
22 |
12,359.00 |
17,672.00 |
9 |
24 |
12,632.00 |
18,193.00 |
10 |
26 |
12,905.00 |
18,713.00 |
11 |
28 |
13,178.00 |
19,234.00 |
12 |
30 |
13,451.00 |
19,754.00 |
|
|
|
|
13 |
32 |
13,724.00 |
20,274.00 |
14 |
34 |
13,997.00 |
20,795.00 |
15 |
36 |
14,270.00 |
21,315.00 |
იმ შემთხვევაში თუ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მაძიებელი საავტორიზაციო განაცხადში მიუთითებს, რომ სურს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებაც, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვებისთვის განსაზღვრულ ავტორიზაციის საფასურს დაემატება შესაბამისი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების უფლების მოპოვებისათვის დადგენილი საფასური, რომლის ოდენობა გამოითვლება ექსპერტთა ჯგუფის სამუშაოს მოცულობის – კაც/დღეების რაოდენობის (მინიმუმ 8 და მაქსიმუმ 36 კაც/დღე) მიხედვით. შესაბამისად. ერთი იურიდიული პირის მიერ სხვადასხვა მუნიციპალიტეტში ან სხვადასხვა ენაზე განსახორციელებელი ერთი და იგივე პროგრამა საფასურის განსაზღვრის მიზნებისათვის განიხილება დამოუკიდებელ პროგრამებად.
პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების რაოდენობა |
კაც/დღეების რაოდენობა |
საფასური (ლარში) მივლინების საჭიროების გარეშე |
საფასური (ლარში) მივლინების საჭიროების შემთხვევაში |
1 |
8 |
10,091.00 |
12,716.00 |
2 |
10 |
10,364.00 |
13,237.00 |
3 |
12 |
10,636.00 |
13,757.00 |
4 |
14 |
10,909.00 |
14,278.00 |
|
|
|
|
5 |
16 |
11,182.00 |
14,798.00 |
6 |
18 |
11,455.00 |
15,318.00 |
7 |
20 |
11,728.00 |
15,839.00 |
8 |
22 |
12,001.00 |
16,359.00 |
9 |
24 |
12,274.00 |
16,880.00 |
10 |
26 |
12,547.00 |
17,400.00 |
11 |
28 |
12,820.00 |
17,920.00 |
12 |
30 |
13,093.00 |
18,441.00 |
13 |
32 |
13,366.00 |
18,961.00 |
14 |
34 |
13,638.00 |
19,482.00 |
15 |
36 |
13,911.00 |
20,002.00 |
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების უფლების მინიჭების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭო.
საფასურის გადახდა ხორციელდება ცენტრის ანგარიშზე:
ხაზინაში თანხების ჩარიცხვისათვის საჭირო რეკვიზიტები:
მიმღების ბანკი - სახელმწიფო ხაზინა
მიმღების დასახელება - ხაზინის ერთიანი ანგარიში
ბანკის კოდი - TRESGE22
მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი - 707637113 (სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაწეული მომსახურების საფასური).