უმაღლესი განათლების ევროპული სივრცე (EHEA) და ბოლონიის პროცესი
1999 წლის 19 ივნისს 29 ევროპის განათლების მინისტრმა ხელი მოაწერა დეკლარაციას ბოლონიის უნივერსიტეტში. დეკლარაციის ხელმოწერით მინისტრებმა გამოხატეს მზადყოფნა მონაწილეობა მიეღოთ უმაღლესი განათლების ევროპული სივრცის შექმნაში.
ბოლონიის დეკლარაციას წინ უსწრებდა შემდეგი დოკუმენტები: „მაგნა ხარტა უნივერსიტეტუმი“ (1988);„ლისაბონის კონვენცია“ (1997); „სორბონის დეკლარაცია“ (1998).
საქართველო ბოლონიის პროცესს შეუერთდა 2005 წელს, ბერგენის სამიტზე.
