არაფორმალური განათლების აღიარება

არაფორმალური განათლება - მთელი სიცოცხლის განმავლობაში სწავლის სისტემის ნაწილი, რომელიც გულისხმობს ფორმალური განათლების მიღმა „ცოდნისა და გაცნობიერების“, „უნარის“ ან/და „პასუხისმგებლობისა და ავტონომიურობის“ შეძენას

არაფორმალური განათლების აღიარების აქამდე არსებული საფუძვლები ეყრდნობოდა „პროფესიული განათლების შესახებ“ კანონში 2010 წელს მიღებულ ცვლილებებსა და განათლებისა და მეცნიერების მინისტრის იმდროინდელ ბრძანებას, რომელიც განსაზღვრავდა აღიარების პროცესის ზოგად პრინციპებსა და აღიარებას მხოლოდ მესამე საფეხურის ფარგლებში. აღნიშნულის საფუძველზე განხორციელებულმა აღიარების პროცესებმა გამოკვეთა მთელი რიგი საკითხების რეგულირების საჭიროება, მათ შორის მეთოდოლოგიის დანერგვა, მონიტორინგის მექანიზმების შემუშავება და სხვა.

2018 წლის ოქტომბერში განახლებულმა „პროფესიული განათლების შესახებ“ კანონმა წინა რეგულაციისგან განსხვავებულად განსაზღვრა არაფორმალური განათლების აღიარების უფრო მეტი შესაძლებლობები, რომელიც ითვალისწინებს არამხოლოდ მესამე დონის შესაბამისი სწავლის შედეგების აღიარებას, არამედ მეოთხე და მეხუთე დონისაც.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიერ 2019 წლის 6 სექტემბერს დამტკიცდა არაფორმალური განათლების აღიარების წესი, პროცედურები სრულად განახლებულია და შესაბამისია ევროსაბჭოსა და ევროპარლამენტის რეკომენდაციასთან.

„არაფორმალური განათლების აღიარების კონსულტანტთა შერჩევის, სერტიფიცირების და სტატუსის შეწყვეტის წესის დამტკიცების შესახებ” სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის 2019 წლის 16 სექტემბრის N837/ი ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ"

1) საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 6 სექტემბერის №188/ნ ბრძანებით დამტკიცებული "არაფორმალური განათლების ფარგლებში მიღწეული სწავლის შედეგების აღიარების წესი".

მაძიებლის განცხადების ფორმა

მაძიებლის კონსულტირების ფორმა 

2) საქართველოს მთავრობის 2019 წლის 20 სექტემბერის დადგენილება №459 - "არაფორმალური განათლების აღიარების უფლების მოპოვების წესი და პირობები".

არაფორმალური განათლების აღიარების უფლების მოპოვების განაცხადი

3) სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის 2019 წლის 16 სექტემბრის №837/ი ბრძანებით დამტკიცებული - "არაფორმალური განათლების აღიარების კონსულტანტთა შერჩევის, სერტიფიცირების და სტატუსის შეწყვეტის წესი". 

კონსულტანტთა შერჩევის, სერტიფიცირების და სტატუსის შეწყვეტის წესი 

 

 

არაფორმალური განათლების აღიარების მეთოდოლოგია

 

 1.არაფორმალური განათლების აღიარების პროცესი და შესაბამისი ეტაპები  

2. არაფორმალური განათლების აღიარების უფლების მოპოვება 

3. არაფორმალური განათლების აღიარების კონსულტანტის  გზამკვლევი

არაფორმალური განათლების აღიარების უფლების მქონე დაწესებულებები

შპს საზოგადოებრივი კოლეჯი NATALY ACADEMY

შპს თეგეტა აკადემია

შპს ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემია

შპს საქართველოს ბიზნესის აკადემია

სსიპ კოლეჯი "ბლექსი"

,,სსიპ - კოლეჯი ,,სპექტრი" 

სსიპ - კოლეჯი  ,,იბერია"

სსიპ - კოლეჯი იბერია (ცვლილება) 

,,შპს - იაკობ გოგებაშვილის სახელობის ქართული კოლეჯი" 

არაფორმალური განათლების აღიარების უფლების მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებები

სსიპ - კოლეჯი "იბერია"