FAQ

საზღვარგარეთ აღიარებული ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამები საქართველოში

საზღვარგარეთ აღიარებული ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამების საქართველოში განხორციელება

საზღვარგარეთ აღიარებული ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის საქართველოში განხორციელების საკითხი რეგულირდება „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 34 მუხლით, რომლის თანახმადაც, „საქართველოში დასაშვებია მხოლოდ იმ საზღვარგარეთ აღიარებული ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის განხორციელება, რომლის აღიარებისთვისაც განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს უცხო ქვეყნის უფლებამოსილ ინსტიტუტთან გაფორმებული აქვს ხელშეკრულება“. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, „საქართველოში განხორციელებული საზღვარგარეთ აღიარებული ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის დაძლევის შედეგად გაცემული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი გათანაბრებულია სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტთან და იძლევა განათლების შემდგომ საფეხურზე სწავლის გაგრძელების უფლებას“.
ხელშეკრულების გაფორმების კრიტერიუმები და სტანდარტები დამტკიცებულია საქართველოს მთავრობის 2017 წლის 15 მარტის N130 დადგენილებით.
 

სსიპ-განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს ხელშეკრულება გაფორმებული აქვს შემდეგ ორგანიზაციებთან:

 

1.  IB (International Baccalaureate), რომლის პროგრამასაც ახორციელებს შპს ახალი სკოლა (ს/კ 202903750), შპს ევროპული სკოლა (ს/კ 205172917),  შპს ნიუტონის თავისუფალი სკოლა (ს/კ 216313727) და შპს ბრიტანულ ქართული აკადემია (ს/კ 204497829).

2. QSI (Quality School International), რომლის პროგრამასაც ახორციელებს ა(ა)იპ ქიუ-ეს-აის თბილისის საერთაშორისო სკოლა (ს/კ 205066934).

3. Cambridge Assessment International Education, რომლის Cambridge Pathway პროგრამას ახორციელებს შპს თბილისის ბრიტანულ საერთაშორისო სკოლა (ს/კ 405351943), შპს ბრიტანულ ქართული აკადემია (ს/კ 204497829),  შპს იუჯი სკოლა (ს/კ 205258344) და შპს საგანმანათლებლო ცენტრი სკოლა პროექტორი (ს/კ 
416361699)
 

4. Sabis Educational Holding, პროგრამის დასახელება - Sabis Educational System.