სტუდენტების ჩართულობა უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფაში განპირობებულია 2015 წლის ერევნის კომუნიკეთი, რომლითაც ევროპის უმაღლესი განათლების სივრცის ქვეყნის მინისტრები შეთანხმდნენ, რომ ისინი მხარს დაუჭერდნენ და დაიცავდნენ სტუდენტების, როგორც სრულუფლებიანი პარტნიორების წარმომადგენლობას ავტონომიური უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მმართველობაში.
სტუდენტების ჩართულობა ასევე გულისხმობს სტუდენტთა როლის გზარდას უმაღლესი განათლების როგორც შიდა ასევე გარე ხარისხის უზრუნველყოფაში. ევროპული სივრცის ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტებისა და სახელმძღვანელო პრინციპებიდან (ESG 2015) გამომდინარე უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა უნდა შექმნან პირობები ისეთი ხარისხის კულტურის განვითარებისათვის, რომლის პირობებშიც ყველა შიდა დაინტერესებული მხარე მათ შორის სტუდენტები პასუხისმგებლები იქნებიან ხარისხზე და ჩართული არიან ხარისხის უზრუნველყოფის პროცესში.
საქართველოში მოქმედი უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტები და პროცედურები (ავტორიზაცია და აკრედიტაცია) ითვალისწინებს სტუდენტების ჩართულობას ხარისხის უზრუნველყოფაში, როგორც ინსტიტუციებში, უმაღლესი განათლების გარე ხარისხის უზრუნველყოფის პროცესებში.
თუ როგორ უზრუნველყოფენ უმაღლესი განათლების გარე ხარისხის განვითარების ევროპული სააგენტოები სტუდენტთა ჩართულობას იხილეთ აღნიშნულ ბმულზე:
სტუდენტების ჩართულობა ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოების საქმიანობაში