ცენტრის სერვისები სტუდენტებისათვის

ავტორიზაციისა და აკრედიტაციის პროცესებში სტუდენტი ექსპერტების ჩართულობა ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია და ცენტრი ცდილობს აქტიურად გაატაროს სტუდენტი ექსერტების მხარდამჭერი ღონისძიებები.  ცენტრი სტუდენტ ექსპერტებს სთავაზობს სხვადასხვა ტრენინგებსა თუ საგანმანათლებლო აქტივობებს. 
თუ გაქვთ სურვილი სურვილი შემოუერთდეთ ცენტრის ექსპერტების ჯგუფს, გთხოვთ, თქვენი რეზიუმე (რეკომენდატორი პირის მითითებით) გამოაგზავნოთ მისამართზე eqsperts@eqe.ge და ცენტრის წარმომადგენლები დაგიკავშირდებიან. 
 
საჩივარი და/ან განცხადება 
 
სტუდენტს აქვს უფლება საჩივრით/განცხადებით მიმართოს სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს, თუ თვლის რომ დაირღვა მისი უფლებები ან/და უნივერსიტეტი ჯეროვნად არ ასრულებს ავტორიზაციისა და აკრედიტაციის პროცესებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს, რადგან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება მისთვის დადგენილ ავტორიზაციისა ( https://eqe.ge/res/docs/N3_7.02.2018.pdf ) და აკრედიტაციის სტანდარტების ( https://eqe.ge/res/docs/2014120419274749836.pdf ) მოთხოვნებს მუდმივ რეჟიმში უნდა აკმაყოფილებდეს. 
 
საჩივრის წარმოდგენის ფორმასა და პროცედურებზე, გთხოვთ, იხილოთ შესაბამისი ბმული: https://eqe.ge/ka/page/parent/835