FAQ

წინასწარი თანხმობა

თუ საგანმანათლებლო დაწესებულებასა და სხვა ქვეყნის დაწესებულებას შორის გაფორმებულია შეთანხმება გაცვლითი პროგრამის განხორციელების ან/და კრედიტების ურთიერთაღიარების შესახებ, საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია, ცენტრისგან მიიღოს წინასწარი თანხმობა, რაც შემდგომში ამ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში უცხოეთში სწავლის პერიოდში მიღებული პროფესიული ან უმაღლესი განათლების ავტომატურად აღიარების საფუძველია. ასეთ შეთხვევაში ამ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში უცხოეთში სწავლის პერიოდში მიღებული პროფესიული ან უმაღლესი განათლება აღიარებულად ითვლება ამ მუხლით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელების მიუხედავად.

წინასწარი თანხმობა გაიცემა  2 (ორი) წლის ვადით.

 

წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

1. განცხადება;

2. საგანმანათლებლო დაწესებულებასა და სხვა ქვეყნის საგანმანათლებლო დაწესებულებას შორის გაფორმებული შეთანხმება გაცვლითი პროგრამის განხორციელების ან/და კრედიტების ურთიერთაღიარების შესახებ.

3. საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი. მომსახურების საფასურია - 25 ლარი (ელექტრონული გადახდა)

*გთხოვთ, გადახდისას დანიშნულების ველში მიუთითოთ იმ პირის სახელი, გვარი პირადი/პასპორტის ნომერი, ვისაც ცენტრმა უნდა გაუწიოს მომსახურება (საგანმანათლებლო დოკუმენტების მფლობელის). 

4. საფოსტო მომსახურებით სარგებლობის შემთხვევაში მომსახურების საფასურს ემატება 5 ლარი.

 


ნებისმიერი უცხოენოვანი დოკუმენტი საჭიროებს ქართულ ენაზე თარგმანის სანოტარო წესით დამოწმებას!



ხაზინაში თანხების ჩარიცხვისათვის საჭირო რეკვიზიტები:

 

დასახელება: სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
საიდენტიფიკაციო კოდი: 202330566
მიმღების ბანკის დასახელება: სახელმწიფო ხაზინა
მიმღები ბანკის კოდი: TRESGE22
სახაზინო კოდი: 707637113 (სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაწეული მომსახურების საფასური)
საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურების მოთხოვნისას მომსახურების საფასურის გადახდისაგან თავისუფლდებიან: