უმაღლესი განათლების კვალიფიკაციების განვითარება

უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებელი  

 

საგანმანათლებლო პროგრამების დარგობრივი მახასიათებელი არის დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს კონკრეტული მიმართულების ან დარგის/სპეციალობის საგანმანათლებლო პროგრამების სწავლის შედეგებს შესაბამისი განათლების საფეხურების გათვალისწინებით.  დოკუმენტი ეფუძნება საქართველოს კანონმდებლობას,  საქართველოს უმაღლესი განათლების კვალიფიკაციების ჩარჩოსა და უმაღლესი განათლების ევროპული სივრცის კვალიფიკაციების ჩარჩოს, რაც ხელს უწყობს სტუდენტების მობილობას და  ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებას. დარგობრივი მახასიათებელი არის უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის ხარისხის უზრუნველყოფის ერთ-ერთი  მექანიზმი. დარგობრივი მახასიათებლით განისაზღვრება ის მინიმალური კომპეტენციები, რომლებიც უნდა ჰქონდეს შესაბამისი კვალიფიკაციის (ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი) მფლობელს. მახასიათებლებში გათვალისწინებულია საერთაშორისო მოთხოვნები.



უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლის შემუშავების, განახლებისა და დამტკიცების, დარგობრივი საბჭოების, დარგობრივი სამუშაო ჯგუფების შექმნისა და საქმიანობის წესი (ბრძანება N476/ი 11.06.2019) 

 

 

 

 

უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლები:

არქივი

 

 

  1. სამართლის საგანმანათლებლო პროგრამა  
  2. მედიცინის საგნამანათლებლო პროგრამა (ბრძანება N225, 01.06.2011)
  3. მასწავლებლის განათლების საგანმანათლებლო პროგრამა (ბრძანება N923, 24.10.11)
  4. მასწავლებლის განათლების საგანმანათლებლო პროგრამა (ბრძანება N69, 11.02.16)

 

„უმაღლესი განათლების დარგობრივი საბჭოების დებულებების დამტკიცების შესახებ“ ცენტრის დირექტორის 2017 წლის 16 მარტის N194 ბრძანების საფუძველზე შექმნილმა საბჭოებმა, მათი მოქმედების ვადის გათვალისწინებით, საქმიანობა განახორციელონ ცენტრის დირექტორის 2017 წლის 16 მარტის N194 და ცენტრის დირექტორის 2017 წლის 23 მაისის N340 ბრძანებით დადგენილი რეგულაციების შესაბამისად.