FAQ

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ექსპერტთა კორპუსი

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ექსპერტი არ შეიძლება იყოს ცენტრის თანამშრომელი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ცენტრში კალენდარული წლის განმავლობაში დასაქმებულია 3 თვეზე ნაკლები ვადით კონკრეტული მოცულობის სამუშაოს შესასრულებლად.

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ექსპერტთა კორპუსი შედგება ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ექსპერტებისა და ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის საგნობრივი ექსპერტებისგან.

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ექსპერტთა შერჩევის, საქმიანობისა და ექსპერტთა კორპუსის წევრობის შეწყვეტის წესი მტკიცდება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. 
 

„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ექსპერტთა შერჩევის, საქმიანობისა და ექსპერტთა კორპუსის წევრობის შეწყვეტის წესის დამტკიცების შესახებ" სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის 2021 წლის 01 ნოემბრის №1167326 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ექსპერტთა შერჩევის, საქმიანობისა და ექსპერტთა კორპუსის წევრობის შეწყვეტის წესი

 

ავტორიზაციისა და აკრედიტაციის ექსპერტთა ეთიკის კოდექსი