სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის - საკოორდინაციო საბჭოს წევრები:
ა) ჰელი მატისენი (PhD) - ესტონეთის უმაღლესი და პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოს (EKKA) დირექტორი. მას მონაწილეობა აქვს მიღებული ესტონეთის ყველა საფეხურის განათლების რეფორმებში - სრატეგიული გეგმების შექმნაში, სამართლებრივი ჩარჩოების შემუშავებასა და გეგმების პრაქტიკულად განხორციელებაში. ჰელი იყო ესტონეთის უმაღლესი და პროფესიული განათლების გარე ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის შექმნაზე პასუხისმგებელი. მას ასევე აქვს დიდი საერთაშორისო გამოცდილება. ჰელის მხარდაჭერით შეიქმნა ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოების როგორც სახელმწიფო რეგულაციები, ასევე შეფასების მეთოდოლოგიები მოლდოვაში, აზერბაიჯანში, უკრაინასა და ტაჯიკეთში. მისი გამოცდილება ექსპერტად გარე ხარისხის შეფასებაში მოიცავს გერმანიას, ლიეტუვას, ლატვიას, ყაზახეთსა და აზერბაიჯანს. EKKA-ს შექმნამდე, ჰელი 20 წელი მუშაობდა ტალინის უნივერსიტეტში (პროფესორის, დეპარტამენტის ხელმძღვანელის, დეკანის და ვიცე რექტორის პოზიციებზე), სადაც მან მიიღო პრაქტიკული გამოცდილება ცვლილებების მენეჯმენტში სხვადასხვა ინსტიტუციის ერთ უნივერსიტეტად გარდაქმნის პროცესში. ჰელი ასევე პასუხისმგებელი იყო ბოლონიის რეფორმასა და სწავლის შედეგებზე დაფუძნებული კურიკულუმის შექმნასა და ხარისხის უზრუნველყოფის სისტემაზე საუნივერსიტეტო დონეზე. მისი ყოველდღიური საქმიანობის პარალელურად, ჩართული იყო განათლების სფეროს სხვადასხვა სტრატეგიულ ინიციატივებში: ის იყო პასუხისმგებელი პირი ესტონეთის მასწავლების განათლების სტრატეგიის ინიციატივებზე, იყო ესტონეთის უწყვეტი განათლების 2020 წლის სტრატეგიის მმართველი ჯგუფის და უმაღლესი განათლების აქტის შემქნელი ჯგუფის წევრი.
ბ) კაი ეტზოლდი - კაი ეტზოლდი სწავლობდა როსტოკის უნივერსიტეტში, სადაც 1983 წელს მიიღო მაგისტრის დიპლომი ლათინური ამერიკის მეცნიერებებსა და ისტორიაში, ასევე ყოფილი გერმანიის დემოკრატიული რესპუბლის უმაღლესი განათლების სამინისტროში გადასვლამდე, სადაც 1987-1990 წლებში მუშაობდა, დასაქმებული იყო როსტოკის უნივერსიტეტსა (1983-1985) და ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტში (1985-1987). გერმანიის გაერთიანების შემდეგ, კაი ეტზოლდი შეუერთდა გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურს, სადაც დასაქმებულია 30 წელზე მეტია და ამ პერიოდის განმავლობაში იკავებდა სხვადასხვა პოზიციებს სხვადასხვა პროექტის ფარგლებში.
კაი ეტზოლდი იყო პასუხისმგებელი პირი გერმანიაში განვითარებადი ქვეყნებისთვის სამაგისტრო და სადოქტორო კურსების შემუშავებაზე (1991-2000). მან მიიღო მნიშვნელოვანი გამოცდილება პროექტების მენეჯმენტში, კენიაში DAAD-ის რეგიონული ფილიალის დირექტორად მუშაობისას (2001-2005) და საქართველოში პირველი დაძმობილების პროექტის “ბოლონიის პროცესის ამოცანების განსახორციელებლად შესაძლებლობების გაძლიერება საქართველოში (CEIBAL)“ ფარგლებში (2009-2011).
კაი ეტზოლდს DAAD-ში ეკავა სხვადასხვა პოზიცია, როგორებიცაა, უმაღლესი განათლების თანამშრომლობის, განვითარებადი ქვყნებისთვის კურსდამთავრებულთა და პარტნიორთა პროგრამების, აღმოსავლეთ და სამხრეთ აფრიკის და ბოლოს აფრიკის სასტიპენდიო პროგრამების მიმართულებების ხელმძღვანელი სანამ დაბრუნდებოდა საქართველოში მეორე დაძმობილების პროექტის ფარგლებში, „ხარისხის უზრუნველყოფისა და კვალიფიკაციების მართვის შესაძლებლობების გაძლიერება“.
გ) მაია შუხოშვილი - მაია შუხოშვილი არის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის დოქტორის კვალიფიკაციის მფლობელი. სადისერტაციო ნაშრომი დაიცვა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე (სადოქტორო პროგრამა: კლასიკური ფილოლოგია და სიძველეთმცოდნეობა) 2011 წელს. კვლევითი პროექტების განსახორციელებლად სხვადასხვა დროს მივლენილი იყო ათენის კაპოდისტრიასის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ბოლონიის და ლაიფციგის უნივერსიტეტებში.
მაია შუხოშვილი წლების განმავლობაში მუშაობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურში. 2015 წლიდან არის საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს უმაღლესი განათლების და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის უმაღლესი განათლების სამმართველოს უფროსი. 2020 წლიდან ასევე ევროკავშირის კვლევისა ინოვაციის ჩარჩო პროგრამის, „ჰორიზონტი ევროპა“ ეროვნული კოორდინატორი საქართველოში.
მაია შუხოშვილი არის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მკვლევარი და მოწვეული ლექტორი, ასევე აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, პლატონისტთა საერთაშორისო საზოგადოების წევრი.
მაია შუხოშვილი არის პლატონის დიალოგების ძველი ბერძნულიდან ქართულად მთარგმნელი, 15-მდე სამეცნიერო სტატიის ავტორი, მას მონაწილეობა აქვს მიღებული არაერთ საერთაშორისო ღონისძიებაში.
დ) შალვა მეკრავიშვილი - შალვა მეკრავიშვილმა დაამთავრა რუსთავის მე-16 საშუალო სკოლა. სწავლა გააგრძელა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტზე, სადაც მიენიჭა ისტორიის მასწავლებლის კვალიფიკაცია და მაგისტრის აკადემიური ხარისხი.
შალვა მეკრავიშვილი მუშაობს რუსთავის მე-2 საჯარო სკოლაში სამოქალაქო განათლებისა და ისტორიის მასწავლებლად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმებისა და სასწავლო რესურსების შეფასების სამმართველოში სამოქალაქო განათლების ექსპერტის პოზიციაზე.
ე) რუსუდან სანაძე - 2012 წლიდან ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ), ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის, განათლების მეცნიერებათა დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორია. 2021 იანვრიდან კი თსუ განათლების მეცნიერებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელია.
2016 წლიდან არის თსუ აკადემიური საბჭოს წევრი.
2017 წლიდან განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის უმაღლესი განათლების აკრედიტაციისა და ავტორიზაციის ექსპერტია.
რუსუდანის კვლევის ინტერესებია: უმაღლესი სკოლის პრობლემატიკა- ევალვაცია, ხარისხის მართვა; პროფესიული განათლება; ზრდასრულთა განათლება; ინფორმაციული ტექნოლოგიები განათლებაში და სხვა. როგორც დოქტორანტ მკვლევარს მას მოპოვებული აქვ რამოდენიმე სტიპენდია (DAAD 2007-2008, TSU/DAAD 2006 (6/7), TSU/DAAD 2004(2/3)). როგორც განათლების მეცნიერებათა დოქტორი (2009) წლიდან ჩართული იყო რამდენიმე საგანმანათლებლო პროექტში. რუსუდან სანაძე ფლობს PhD აკადემიურ ხარისხს განათლების მეცნიერებებში, MA განათლების მეცნიერებებში, BA ხარისხს გამოყენებითი მათემატიკისა და კომპიუტერულ მეცნიერებათა მიმართულებით. გარდა ამისა, მას აქვს 10 წელზე მეტი ხნის მუშაობის გამოცდილება მენეჯერულ (C level) პოზიციებზე ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით კერძო სექტორში.
ვ) ზაზა ფურცელაძე - ბრიტანეთის საბჭოს დირექტორი სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში;
ზ) ანასტასია ქიტიაშვილი - პროფესიული განათლების ექსპერტი;
თ) თეა გულუა - გაეროს განვითარების პროგრამის განათლების მენეჯმენტისა და ინოვაციების სპეციალისტი, პროფესიული განათლების ექსპერტი;
ი) მაკა აბულაძე - ა(ა)იპ - საქართველოს სტუდენტური ორგანიზაციის ასოციაციის წარმომადგენელი, სსიპ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დოქტორანტი;
კ) კახაბერ ჭელიძე - უმაღლესი სამედიცინო განათლების დასრულების (1992) შემდგომ კახაბერ ჭელიძის პროფესიული და აკადემიური კარიერა უკავშირდება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს (თსსუ). წლების მანძილზე ის იყო ამავე უნივერსიტეტის პირველი კლინიკის შინაგანი მედიცინის ექიმი-ორდინატორი, თსსუ სამედიცინო განათლების დეპარტამენტის სპეციალისტი, თსსუ სამედიცინო კოლეჯის დირექტორი და კერძო თერაპიის კათედრის ასისტენტი, შემდგომ კი ასოცირებული პროფესორი, თსსუ ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის ფაკულტეტის დამაარსებელი და პირველი დეკანი, ასევე თსსუ-ს ვიცე-რექტორი.
ამჟამად, პროფესორი კახაბერ ჭელიძე არის თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის შინაგანი მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი და თსსუ/ინგოროყვას მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების საუნივერსიტეტო კლინიკის შინაგანი მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი. ის არის სხვადასხვა საბაკალავრო და უწყვეტი პროფესიული განათლების პროგრამების, 60-მდე პუბლიკაციის და სახელმძღვანელოს ავტორი.
პროფესორი კახაბერ ჭელიძე არის საქართველოს შინაგანი მედიცინის კოლეგიის დამფუძნებელი და გენერალური მდივანი, საქართველოს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პრევენციის და რეაბილიტაციის ასოციაციის დამფუძნებელი და ვიცე-პრეზიდენტი, ევროპის კარდიოლოგთა საზოგადოების პროფესიული წევრი, საქართველოს სპორტის მედიცინის ასოციაციის პრეზიდიუმის წევრი, საქართველის რესპირაციული ასოციაციის წევრი, საქართველოს კლინიკური პრაქტიკის ეროვნული რეკომენდაციების და დაავადებათა მართვის სახელმწიფო სტანდარტების შემუშავების, შეფასების და დანერგვის ეროვნული საბჭოს წევრი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დიპლომის შემდგომი სამედიცინო განათლების და უწყვეტი პროფესიული განვითარების ინსტიტუტის პროფესიული საბჭოს წევრი.
პროფესორი ჭელიძე არის თსსუ სამეცნიერო შრომათა კრებულის, ჟურნალ „Georgian Medical News”-ის, „საქართველოს რესპირაციული ჟურნალის“ და ჟურნალ „თერაპიის“ სარედაქციო კოლეგიების წევრი.
ლ) ირმა ქურდაძე - ირმა ქურდაძემ დაამთავრა თსუ-ფიზიკის ფაკულტეტი ბირთვული ფიზიკის სპეციალობით, არის პედაგოგიკის დოქტორი და სჯსუ-პროფესორი/განათლების მიმართულების ხელმძღვანელი. გამოქვეყნებული აქვს 200-მდე სამეცნიერო ნაშრომი, სხვადასხვა სახელმძღვანელო და მონოგრაფია სტუდენტებისათვის/განათლებისა და განათლების კვლევის მიმართულებებით. არის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროექტის „ახალი სკოლის
მოდელი“ - სასწავლო გეგმის დანერგვისა და განვითარების ექსპერტი (ფიზიკის მიმართულებით). არის დიდი ბრიტანეთის უმაღლესი განათლებისა და მეცნიერებათა აკადემიიის (ლონდონი) უკრაინის აკადემიის კავშირისა და უკრაინის ნაციონალური (ბოლონიის) ცენტრის პროექტის ფარგლებში - საერთაშორისო ექსპერტი; სსიპ-განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის ექსპერტი. განათლების უმაღლესი განათლების დარგობრივი საბჭოს წევრი (საბჭოს მდივანი). მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის ტრენერი. სხვადასხვა საერთაშორსო რეფერირებადი ჟურნალების სამეცნიერო კომიტეტის/ბორდის წევრი.აქტიურად არის ჩართული სხვადასხვა საერთაშორისო პროექტების განხორციელებაში: USAID საბაზისო განათლების პროგრამა, კურიკულუმის რეფორმა სამოქალაქო განათლებისა და დემოკრატიის პრინციპების ხელშეწყობისათვის მასწავლებელთა
მომზადების პროგრამებში ისრაელსა და საქართველოში) Curricular Reform For Democratic Principles and Civic Education in Teacher-Training Programs in Israel and in Georgia, (ერაზმუს+ პროექტი). ბავშვთა უფლებები განათლებაში და განათლების მეშვეობით:ვსწავლობთ ერთად ცხოვრებას ტემპუსის საერთაშორისო პროექტის -Development of anInternational Model for Curricular Reform in Multicultural Education and Cultural Diversity და სხვა.
მ) ნათია ჯოჯუა - შპს ევროპის უნივერსიტეტის პროფესორი, მედიცინის ფაკულტეტის დეკანი.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება 13/04/2021