11 თებერვალს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა შეხვედრა გამართა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ექსპერტებთან. ცენტრის დირექტორმა, თამარ მახარაშვილმა ისაუბრა ექსპერტთა კორპუსის მხარდასაჭერად ცენტრის მიერ 2020 წლისათვის დაგეგმილ აქტივობებზე.
შეხვედრაზე ცენტრის თანამშრომლებმა წარმოადგინეს „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ექსპერტთა საქმიანობის შეფასების 2018-2019 წლების შედეგების ანგარიში“, რის შემდეგაც მოხდა შედეგების განხილვა და უკუკავშირის გაზიარება ცენტრის წარმომადგენლებსა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ექსპერტებს შორის.