FAQ

ონ-ლაინ შეხვედრა ადამიანურ რესურსებთან დაკავშირებულ საკითხებზე

8 მაისი 2020

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის თანამშრომლებმა და დაძმობილების პროექტის (TWINNING) ფარგლებში გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) და ესტონური ფონდის „არქიმედეს“ (Foundation Archimedes) წარმომადგენელმა ექსპერტებმა ონ-ლაინ შეხვედრა გამართეს, რომელიც ადამიანური რესურსების მიმართულებით არსებულ ტენდენციებსა და გამოწვევებს დაეთმო.

დაძმობილების პროექტის ექსპერტებმა ქართველ კოლეგებს გაუზიარეს ესტონეთსა და გერმანიაში ადამიანურ რესურსებთან დაკავშირებით არსებული ძირითადი პრაქტიკა, რომლის მიზანია ორგანიზაციის მიერ ადამიანური რესურსების მართვა ევროპული ღირებულებების შესაბამისად.

ექსპერტებისა და ცენტრის წარმომადგენლების მსჯელობა მიმართული იყო პერსონალის შეფასებისა და პროფესიული განვითარების სისტემის კონცეფციის შემუშავებაზე, რომელიც ცენტრის შიდა კომუნიკაციისა და ორგანიზაციული კულტურის გაუმჯობესებასა და განვითარებას ითვალისწინებს.

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტი დაიწყო 2019 წლის ივლისში და მისი ზოგადი ამოცანაა ადამიანური კაპიტალის განვითარების ხელშეწყობა „მთელი სიცოცხლის განმავლობაში სწავლასთან“ (LLL) მიმართებით ხარისხის უზრუნველყოფის, გამჭვირვალობის, უნარებისა და კვალიფიკაციების მართვის გზით.

დაძმობილების პროექტი ხორციელდება გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) მიერ ესტონეთის უმაღლესი და პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოსთან (EKKA) ერთად.

TWINNING - დაძმობილება , არის ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისა და ბენეფიციარი ან პარტნიორი ქვეყნების საჯარო სამსახურებს შორის ინსტიტუციური თანამშრომლობის ევროპული ინსტრუმენტი. დაძმობილების პროექტები აერთიანებს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისა და ბენეფიციარი ქვეყნების საჯარო სექტორში არსებულ ექსპერტულ ცოდნას თანამშრომლობითი საქმიანობის ფარგლებში კონკრეტული სავალდებულო შედეგების მისაღწევად.

ონ-ლაინ შეხვედრა ადამიანურ რესურსებთან დაკავშირებულ საკითხებზე