მოქალაქეთა საყურადღებოდ! ცენტრის ახალი ვებგვერდი ამოქმედდა

26 ნოემბერი 2020

ძვირფასო მეგობრებო, გაცნობებთ, რომ მრავალთვიანი მუშაობის შემდეგ, მიმდინარე წლის 25 ნოემბრიდან ამოქმედდა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ახალი ვებგვერდი www.eqe.ge

ცენტრის ახალი ვებგვერდის შექმნა, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული დაძმობილების პროექტის „ხარისხის უზრუნველყოფის შესაძლებლობებისა და კვალიფიკაციების მართვის გაძლიერება საქართველოში“ (Twinning) ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.

ახალი ვებგვერდის კონცეფციის შექმნაში, აქტიურად იყვნენ ჩართულები უცხოელი ექსპერტები და ცენტრის ყველა სტრუქტურული ერთეული. ჩვენი მთავარი მიზანი იყო- ახალი ვებგვერდი ყოფილიყო მაქსიმალურად ორიენტირებული ჩვენ მომხმარებელზე!

ამ მიზნის მისაღწევად, სხვადასხვა ქვეყნის, ჩვენი კოლეგა სააგენტოების არაერთი ვებგვერდი გადაიხედა, გადამუშავდა და ჩვენ რეალობას და სპეციფიკას მოერგო.

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ახალ ვებგვერდზე, ყველა დაინტერესებული პირი- სტუდენტი, საგანმანათლებლო დაწესებულება, დამსაქმებელი, უცხოელი პარტნიორი, დონორი, ცენტრის სერვისებით დაინტერესებული ფიზიკური თუ იურიდიული პირი, მარტივად შეძლებს ნახოს ინფორმაცია, მათ შორის მოხდა სეგმენტაცია ბენეფიციარის ინტერესების მიხედვით.

განსაკუთრებული ყურადღება მივაქციეთ- „ხშირად დასმული შეკითხვების" ველს და ვეცადეთ ყველა თქვენს მიერ დასმულ შეკითხვებზე, რაც შემოდის ცენტრში, გაგვეცა ამომწურავი პასუხები.

წარმატებების გისურვებთ და გპირდებით: ცენტრის ახალი ვებგვერდი მაქსიმალურად მოემსახურება მთავარ მიზანს- მიიღოთ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის სერვისებისა და სიახლეების შესახებ განახლებული და საჭირო ინფორმაცია!