დღითიდღე მატულობს საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და იურიდიული პირების დაინტერესება "შინმოვლის" პროფესიული მომზადებისა და პროფესიული გადამზადების პროგრამების შემუშავებასა და განხორციელების უფლებამოსილების მოპოვებასთან დაკავშირებით.
აღნიშნული გამოწვეულია სახელმწიფოს მიერ აღიარებული კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის (სერტიფიკატის) მფლობელ პირებზე მაღალი მოთხოვნით, როგორც ლოკალურ შრომის ბაზარზე, ისე საერთაშორისო დასაქმების პროგრამების ფარგლებში.
გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნული სფერო მეტად სენსიტიურია და მჭიდრო კავშირი აქვს ადამიანის ჯანმრთელობასთან და კეთილდღეობასთან, სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ინიციატივით, სამუშაო ჯგუფის მიერ შემუშავდა და დირექტორის 2021 წლის 15 იანვრის N27415 ბრძანებით დამტკიცდა, "შინმოვლის" პროფესიული მომზადებისა და პროფესიული გადამზადების პროგრამებისათვის განსაზღვრული მინიმალური სარეკომენდაციო მოთხოვნები.
აღნიშნული დოკუმენტები განთავსებულია შემდეგ ბმულზე - https://eqe.ge/ka/page/static/779/gzamkvlevebi;