საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2021 წლის 27 იანვრის N11 ბრძანებით 2 წლის ვადით დაინიშნა პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭო - https://eqe.ge/ka/page/static/709/profesiuli-saganmanatleblo-datsesebulebebis-avtorizatsiis-sabcho;
საბჭო ერთადერთი უმაღლესი კოლეგიალური ორგანოა ქვეყანაში, რომელიც იღებს მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის საკითხებში, ანიჭებს რა ავტორიზაციას პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებლებს, იხილავს მათი მონიტორინგის ან სხვა ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში გაკეთებულ ექსპერტულ დასკვნებს. ცენტრი ადმინისტრაციულ მხარდაჭერას უწვეს საბჭოს მუშაობას.
პროფესიულ განათლებას, უზრუნველყოფს რა შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამის კადრებს, მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ეკონომიკის განვითარების საქმეში. მოლოდინი პროფესიული განათლების ეფექტიანობისადმი კიდევ უფრო მაღალია პანდემიის პერიოდში, როცა ბიზნეს-აქტივობა მნიშვნელოვნადაა შემცირებული და მისი შემდგომი რეაბილიტაცია მნიშვნელოვნადაა დამოკიდებლული პროფესიონალი სპეციალისტების არსებობაზე. შესაბამისად, საბჭოს პასუხისმგებლობა საკმაოდ მაღალია საზოგადოების წინაშე.
წინა წლების საბჭოებმა დანერგეს ცენტრთან თანამშრომლობის და ზოგადად, მუშაობის გამორჩეულად მაღალი სტანდარტები, გამოიყენეს რა საკუთარი მანდატი არა მხოლოდ როგორც შეფასებლებმა, არამედ როგორც სისტემის განმავითარებლებმა.
ახალი საბჭოს შემადგენლობა იმედს გვაძლევს, რომ წინა საბჭოების მიერ დადგენილი სტანდარტები კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე გადავა.