განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრსა და განათლების საერთაშორსო ცენტრის კურსდამთავრებულთა ასოცოციაციის საგრანტო პროექტ EDU LAB-ის თანამშრომლობით ხორციელდება კვლევა, რომელიც ემსახურება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციისა და საგანმანათლებლო დაწესებულებების პროგრამების აკრედიტაციის ექსპერტთა კორპუსის წევრთა პროფესიული განვითარების საჭიროებების განსაზღვრას. კვლევა ხორციელდება ევროკავშირის პროექტის Twinning-ს ექსპერტების მიერ შემუშავებული თემატური ანალიზის მეთოდოლოგიით.
კვლევის ფარგლებში დადგინდება უმაღლესი განათლების ექსპერტთა პროფესიული საჭიროებები და შემუშავდება რეკომენდაციები. კვლევაში ჩართული იქნება 50-ზე მეტი უმაღლესი საგანმანათლებო დაწესებულება, ცენტრის უმაღლესი ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური და ავტორიზაციის/აკრედიტაციის საბჭოები. გამოყენებული იქნება ადგილობრივი და საერთაშორისო პრაქტიკა და გამოცდილება. კვლევის შედეგები ხელმისაწვდომი იქნება დაინტერესებული მხარეებისთვის.
კვლევის დასრულების შემდგომ დაგეგმილია საკონსულტაციო ჯგუფის შექმნა ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტის ჩართულობით, რომელიც კვლევის შედეგების გამოყენებით შექმნის ტრენინგ მოდულს და პროფესიული გამოცდილების გაზიარების (PLA) ფარგლებში შესთავაზებს ექსპერტებს. დაგეგმილია, რომ აღნიშნულ აქტივობებში 200-ზე მეტი ექსპერტი მიიღებს მონაწილეობას. ცენტრის ამოცანაა ხელი შეუწყოს ექსპერტთა განვითარების სისტემური მიდგომების ჩამოყალიბებას და მტკიცებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილების მიღების პრაქტიკას.