FAQ

ადგილობრივ და საერთაშორისო ექსპერტთა ერთობლივი ტრენინგი

18 მარტი 2021
2021 წლის 10-11 მარტს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა ჩაატარა ქართველ და საერთაშორისო ექსპერტთა ერთობლივი ტრენინგი. ცენტრი ზრუნავს იმაზე, რომ უზრუნველყოს მყარი, სამართლიანი, გამჭვირვალე და თანმიმდევრული მიდგომა პროგრამული და ინსტიტუციური შეფასების პროცედურებში. ტრენინგის მანძილზე ცენტრის თანამშრომლებმა მოიცვეს შემდეგი თემები:
  1. უმაღლესი განათლების სისტემა და კონტექსტი საქართველოში
  2. ექსპერტთა ფუნქციები და პასუხისმგებლობები
  3. პროგრამული აკრედიტაციისა და ინსტიტუციური ავტორიზაციის პროცედურები
  4. ავტორიზაციისა და აკრედიტაციის სტანდარტები
  5. მედიცინის დარგობრივი მახასიათებელი
აღნიშნული ტრენინგი იყო პირველი ერთობლივი საერთო სამუშაო შეხვედრა ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით და რომელიც ცენტრის მხრიდან იქნა ორგანიზებული სააკრედიტაციო და საავტორიზაციო შეფასებებამდე ერთი თვით ადრე, სადაც ბლენდირებული მიდგომა იქნება გამოყენებული საერთაშორისო ექსპერტების დისტანციურად ჩართვის უზრუნველყოფით. წინა წლებში ექსპერტებთან ჩატარებული გამოკითხვის საფუძველზე მოდიფიცირდა ტრენინგის პროგრამა 2021 წლისთვის. პროგრამაში გათვალისწინებულია ეროვნული კონტექსტი, რაც გამოსადეგი იქნება ექსპერტთათვის ხარისხის შეფასების გარე მექანიზმების გამოყენებისას. ექსპერტებს ასევე ეცნობათ ცენტრის მოლოდინებზე თუ რა სახის ვალდებულებები უნდა იყოს მათი მხრიდან შესრულებული და როგორი ხარისხის ანგარიშები უნდა იყოს ჩაბარებული საბოლოოდ. გამომდინარე იქიდან, რომ იმ დაწესებულებათა უმეტესობა, რომელთაც მიმდინარე წელს უწევთ ავტორიზაციის გავლა, ახორციელებენ ასევე მედიცინის პროგრამებს, ტრენერთა მხრიდან განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სამედიცინო განათლების ხარისხის უზრუნველყოფას საქართველოში (ავტორი: გაიანე სიმონია - თსსუ-ს პროფესორი, მედიცინის დარგობრივი საბჭოს თავმჯდომარე). 
 
ცენტრი განიხილავს ონლაინ ტრენინგის ფორმატის შემდგომ გაუმჯობესებას და უფრო ხშირ გამოყენებას სამომავლოდ.
ადგილობრივ და საერთაშორისო ექსპერტთა ერთობლივი ტრენინგი