FAQ

დაძმობილების პროექტმა (TWINNIG) ცენტრის ეზოში ხე დარგო

16 ივნისი 2021

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული დაძმობილების პროექტის TWINNING-ის მუდმივმა უცხოელმა მრჩეველმა კაი ეტცოლდმა, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრთან ორწლიანი თანამშრომლობისა და მეგობრობის ნიშნად, ცენტრის ეზოში ხე დარგო.

დაძმობილების პროექტი 2019 წლის ივლისში დაიწყო და გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) მიერ ესტონეთის უმაღლესი და პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოსთან (EKKA) თანამშრომლობის გზით განხორციელდა.

TWINNING - არის ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისა და ბენეფიციარი ან პარტნიორი ქვეყნების საჯარო სამსახურებს შორის ინსტიტუციური თანამშრომლობის ევროპული ინსტრუმენტი. დაძმობილების პროექტები აერთიანებს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისა და ბენეფიციარი ქვეყნების საჯარო სექტორში არსებულ ექსპერტულ ცოდნას თანამშრომლობითი საქმიანობის ფარგლებში კონკრეტული სავალდებულო შედეგების მისაღწევად.

დაძმობილების პროექტმა (TWINNIG) ცენტრის ეზოში ხე დარგო