წინადადებების მიღების ვადა: 06.12.2021-21.12.2021
გაცნობებთ, რომ ბიზნესისა და ადმინისტრირების უმაღლესი განათლების დარგობრივი საბჭოს მიერ შემუშავებული მენეჯმენტის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლის განხილვის მიზნით, მიმდინარე წლის 23 დეკემბერს, 16:00-საათზე ჩანიშნულია საჯარო განხილვის ონლაინ სხდომა.
სხდომაზე დასწრების მსურველებს, გთხოვთ, 21 დეკემბრის 18:00-საათამდე დარეგისტრირდეთ შემდეგ ბმულზე:
https://forms.office.com/r/Us3pT9V28Q
გთხოვთ, შეკითხვების შემთხვევაში დაუკავშირდეთ კვალიფიკაციების განვითარების სამსახურის თანამშრომელს, ნინო გოგლიჩიძეს შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: n.goglichidze@eqe.ge
დარგობრივი მახასიათებლის პროექტი იხილეთ ბმულზე: https://eqe.ge/ka/page/static/813/sajaro-gankhilva (პუნქტი 20).