წინადადებების მიღება იწარმოებს: 02.06.2022-დან-20.06.2022-ის 18:00-მდე.
გაცნობებთ, რომ სათეატრო ხელოვნების, თეტრის რეჟისურის (დრამის, მუსიკალური თეატრის, პანტომიმის თეატრის, თოჯინების თეატრის) თეატრმცოდნეობის, სამსახიობო ხელოვნების, ქორეოგრაფიის და ქორეოლოგიის (ქორეოგრაფიის ისტორია და თეორია) უმაღლესი განათლების დარგობრივი საბჭოს მიერ შემუშავებული ქორეოგრაფიის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლის განხილვის მიზნით, მიმდინარე წლის 22 ივნისს, 15:00-საათზე ჩანიშნულია საჯარო განხილვის ონლაინ სხდომა.
დოკუმენტის გაუმჯობესების მიზნით წინადადებების მიღება და სხდომაზე დასწრების მსურველთა რეგისტრაცია 20 ივნისის 18:00-საათამდე იწარმოებს შემდეგ ბმულზე:
https://forms.office.com/r/ffRQUb1ndp
საჯარო განხილვაზე დასასწრები ბმული გამოგეგზავნებათ სხდომამდე 1 დღით ადრე.
გთხოვთ, შეკითხვების შემთხვევაში დაუკავშირდეთ კვალიფიკაციების განვითარების სამსახურის თანამშრომელს, ნინო გოგლიჩიძეს შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: n.goglichidze@eqe.ge
დარგობრივი მახასიათებლის პროექტი იხილეთ ბმულზე: https://eqe.ge/ka/page/static/813/sajaro-gankhilva (პუნქტი 23)