FAQ

თეატრის რეჟისურის (დრამის, მუსიკალური თეატრის, პანტომიმის თეატრის, თოჯინების თეატრის) უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლის პროექტის საჯარო განხილვა

22 ივნისი 2022

წინადადებების  მიღება იწარმოებს:    23.06.2022-დან - 11.07.2022 18:00-მდე.

 

 

გაცნობებთ, რომ   სათეატრო ხელოვნების, თეტრის რეჟისურის (დრამის, მუსიკალური თეატრის, პანტომიმის თეატრის, თოჯინების თეატრის) თეატრმცოდნეობის, სამსახიობო ხელოვნების, ქორეოგრაფიის და ქორეოლოგიის (ქორეოგრაფიის ისტორია და თეორია) უმაღლესი განათლების დარგობრივი საბჭოს  მიერ შემუშავებული თეტრის რეჟისურის (დრამის, მუსიკალური თეატრის, პანტომიმის თეატრის, თოჯინების თეატრის)  უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლის განხილვის მიზნით, მიმდინარე წლის 13 ივლისს, 15:00-საათზე  ჩანიშნულია საჯარო განხილვის ონლაინ სხდომა.

 

დოკუმენტის გაუმჯობესების მიზნით წინადადებების მიღება და სხდომაზე დასწრების მსურველთა  რეგისტრაცია    11 ივლისის 18:00-საათამდე  იწარმოებს შემდეგ ბმულზე:  https://forms.office.com/r/RwB4jSRg61

 

 საჯარო   განხილვაზე    დასასწრები    ბმული    გამოგეგზავნებათ   სხდომამდე    1   დღით    ადრე.

 

გთხოვთ, შეკითხვების შემთხვევაში დაუკავშირდეთ კვალიფიკაციების განვითარების სამსახურის თანამშრომელს,  ნინო გოგლიჩიძეს  შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: n.goglichidze@eqe.ge    

 

დარგობრივი  მახასიათებლის  პროექტი  იხილეთ  ბმულზე:    https://eqe.ge/ka/page/static/813/sajaro-gankhilva  (პუნქტი 27)