წინადადებების მიღება იწარმოებს: 24.06.2022-იდან 14.07.2022-მდე.
გაცნობებთ, რომ სახვითი ხელოვნების უმაღლესი განათლების დარგობრივი საბჭოს მიერ შემუშავებული სახვითი ხელოვნების უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლის დოკუმენტის განხილვის მიზნით, მიმდინარე წლის 18 ივლისს, 16:00 საათზე, ჩანიშნულია საჯარო განხილვის ონლაინ სხდომა.
დოკუმენტის გასაუმჯობესებლად, წინადადებების მიღება და სხდომაზე დამსწრეთა რეგისტრაცია იწარმოებს 14 ივლისის ჩათვლით, მოცემულ ბმულზე: https://forms.office.com/r/RwAvTVUB9t
დარეგისტრირებულ პირებს, საჯარო განხილვაზე დასასწრები ბმული, გაეგზავნებათ სხდომამდე 1 დღით ადრე.
გთხოვთ, შეკითხვების შემთხვევაში, დაუკავშირდეთ კვალიფიკაციების განვითარების სამსახურის თანამშრომელს სოფო გაფრინდაშვილს, შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: s.gaprindashvili@eqe.ge
დარგობრივი მახასიათებლის პროექტი იხილეთ ბმულზე: https://eqe.ge/ka/page/static/813/sajaro-gankhilva