FAQ

ლექსიკოგრაფიის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლის პროექტის საჯარო განხილვა

5 ივლისი 2022

წინადადებების  მიღება იწარმოებს:   05.07.2022-დან - 26.07.2022-მდე.
 

 

გაცნობებთ, რომ ენის დაუფლების უმაღლესი განათლების დარგობრივი საბჭოს მიერ შემუშავებული ლექსიკოგრაფიის  უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლის პროექტის განხილვის მიზნით, მიმდინარე წლის 28 ივლისს, 16:00 საათზე, ჩანიშნულია საჯარო განხილვის ონლაინ სხდომა.

 

დოკუმენტის გასაუმჯობესებლად, წინადადებების მიღება და სხდომაზე დამსწრეთა რეგისტრაცია იწარმოებს 26 ივლისის ჩათვლით, მოცემულ ბმულზე:  https://forms.office.com/r/D96iDi4Rgn


დარეგისტრირებულ პირებს, საჯარო განხილვაზე დასასწრები ბმული, გაეგზავნებათ სხდომამდე 1 დღით ადრე.

 

გთხოვთ, შეკითხვების შემთხვევაში, დაუკავშირდეთ კვალიფიკაციების განვითარების სამსახურის თანამშრომელს ნინო გოგლიჩიძეს, შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე:  n.goglichidze@eqe.ge 

დარგობრივი მახასიათებლის პროექტი იხილეთ ბმულზე:  https://eqe.ge/ka/page/static/813/sajaro-gankhilva (პუნქტი N29).