FAQ

გამოყენებითი ხელოვნების/ (ხელნაკეთობის) უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლის საჯარო განხილვა

7 ივლისი 2022

წინადადებების  მიღება იწარმოებს:   08.07.2022-დან - 24.07.2022-მდე.


გაცნობებთ, რომ  გამოყენებითი ხელოვნების/(ხელნაკეთობის)  უმაღლესი განათლების დარგობრივი საბჭოს მიერ შემუშავებული გამოყენებითი ხელოვნების/(ხელნაკეთობის)   უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლის პროექტის განხილვის მიზნით, მიმდინარე წლის 26 ივლისს, 16:00 საათზე, ჩანიშნულია  საჯარო განხილვის   ონლაინ სხდომა.

დოკუმენტის გასაუმჯობესებლად, წინადადებების მიღება და სხდომაზე დამსწრეთა რეგისტრაცია იწარმოებს 24 ივლისის 18:00-ის ჩათვლით, მოცემულ ბმულზე:   
https://forms.office.com/r/hghAw10QXp

დარეგისტრირებულ პირებს, საჯარო განხილვაზე დასასწრები ბმული, გაეგზავნებათ სხდომამდე 1 დღით ადრე.

გთხოვთ, შეკითხვების შემთხვევაში, დაუკავშირდეთ კვალიფიკაციების განვითარების სამსახურის თანამშრომელს ნინო გოგლიჩიძეს, შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე:  n.goglichidze@eqe.ge


დარგობრივი მახასიათებლის პროექტი იხილეთ ბმულზე:  https://eqe.ge/ka/page/static/813/sajaro-gankhilva   (პუნქტი N30).