FAQ

აუდიოვიზუალური ხელოვნების უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლის პროექტის საჯარო განხილვა

8 ივლისი 2022

წინადადებების მიღება იწარმოებს - 08.07.2022- 25.07.2022.

 

გაცნობებთ, რომ აუდიოვიზუალური ხელოვნების უმაღლესი განათლების დარგობრივი საბჭოს მიერ შემუშავებული აუდიოვიზუალური ხელოვნების უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლის დოკუმენტის განხილვის მიზნით, მიმდინარე წლის 27 ივლისს, 12:00 საათზე, ჩანიშნულია საჯარო განხილვის ონლაინ სხდომა.

 

დოკუმენტის გასაუმჯობესებლად, წინადადებების მიღება და სხდომაზე დამსწრეთა რეგისტრაცია იწარმოებს 25 ივლისის ჩათვლით, მოცემულ ბმულზე: https://forms.office.com/r/sEDmMBKYpw

 

 

დარეგისტრირებულ პირებს საჯარო განხილვაზე დასასწრები ბმული, გაეგზავნებათ სხდომამდე 1 დღით ადრე.

 

გთხოვთ, შეკითხვების არსებობის შემთხვევაში, დაუკავშირდეთ კვალიფიკაციების განვითარების სამსახურის თანამშრომელს სოფო გაფრინდაშვილს, შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: s.gaprindashvili@eqe.ge

 

დარგობრივი მახასიათებლის პროექტი იხილეთ ბმულზე: https://eqe.ge/ka/page/static/813/sajaro-gankhilva (პუნქტი N31)