წინადადებების მიღება იწარმოებს - 08.07.2022- 26.07.2022.
გაცნობებთ, რომ ვიზუალური კომუნიკაცია/მედიახელოვნების უმაღლესი განათლების დარგობრივი საბჭოს მიერ შემუშავებული ვიზუალური კომუნიკაცია/მედიახელოვნების უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლის დოკუმენტის განხილვის მიზნით, მიმდინარე წლის 28 ივლისს, 11:00 საათზე, ჩანიშნულია საჯარო განხილვის ონლაინ სხდომა.
დოკუმენტის გასაუმჯობესებლად, წინადადებების მიღება და სხდომაზე დამსწრეთა რეგისტრაცია იწარმოებს 26 ივლისის ჩათვლით, მოცემულ ბმულზე: https://forms.office.com/r/5ENfCcZfpW
დარეგისტრირებულ პირებს, საჯარო განხილვაზე დასასწრები ბმული, გაეგზავნებათ სხდომამდე 1 დღით ადრე.
გთხოვთ, შეკითხვების არსებობის შემთხვევაში, დაუკავშირდეთ კვალიფიკაციების განვითარების სამსახურის თანამშრომელს სოფო გაფრინდაშვილს, შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: s.gaprindashvili@eqe.ge
დარგობრივი მახასიათებლის პროექტი იხილეთ ბმულზე: https://eqe.ge/ka/page/static/813/sajaro-gankhilva (პუნქტი N32)