განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის კვალიფიკაციების განვითარების სამსახურმა, ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს დანერგვის ხელშეწყობის მიზნით, ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს სახელმძღვანელო მოამზადა.
დოკუმენტი მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს დაინტერესებული მხარეებისთვის ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს დანიშნულების, მიზნების, სტრუქტურისა და შინაარსის გაცნობას და მის ეფექტურ ინსტრუმენტად გამოყენებას. აღნიშნულ
დოკუმენტს, შინაარსიდან გამომდინარე, სარეკომენდაციო ხასიათი ექნება.
შემუშავებული დოკუმენტი, ცენტრის მიერ, გაუზიარდა ყველა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან მიღებული უკუკავშირის საფუძველზე, სახელმძღვანელოს საბოლოო ვარიანტი
შეთანხმდა ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსა და სწავლის სფეროების კლასიფიკატორის დანერგვისა და განვითარების მიზნით შექმნილ მრჩეველთა საბჭოსთან.
სახელმძღვანელო შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე - https://eqe.ge/ka/page/static/295/sakhelmdzghvanelo-dokumentebi