FAQ

სემინარი თემაზე - ხარისხის აუდიტი, როგორც უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ერთ-ერთი გარე მექანიზმი

«მაისი 2025»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2829301234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930311
2345678
17 დეკემბერი 2022

ევროკომისიის ტექნიკური დახმარებისა და ინფორმაციის გაცვლის ინსტრუმენტის (TAIEX) ფინანსური მხარდაჭერითა და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრთან თანამშრომლობით, გაიმართა სემინარი თემაზე - ხარისხის აუდიტი, როგორც უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ერთ-ერთი გარე მექანიზმი.

როგორც მოგეხსენებათ, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ავტორიზაციისა და აკრედიტაციის მექანიზმების მეშვეობით აფასებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების შიდა ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის ფუნქციონირებასა და მის ეფექტიანობას. 

შესაბამისად, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი აქტიურად უჭერს მხარს საქართველოში მოქმედ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს, რომ მათ, ინსტიტუციის ფარგლებში, ეფექტურად განავითარონ შიდა ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმები და ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობით დანერგონ  შიდა ხარისხის კულტურა. 

აღნიშნული მიზნის მისაღწევად დაიგეგმა და განხორციელდა განათლების ხარისხის აუდიტის თემაზე სემინარი.
სემინარის ფარგლებში ნიდერლანდებიდან და ფინეთიდან მოწვეულმა საერთაშორისო ექსპერტებმა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებს და სხვა დამსწრე პირებს გააცნეს საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკა, რომლის შესაბამისადაც ევროპაში მოქმედ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ხორციელდება შიდა ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების აუდიტი, როგორც გარე ხარისხის უზრუნველყოფის ერთ-ერთი მექანიზმი.

სემინარს ესწრებოდნენ - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის, საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს წევრები, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის და უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის ექსპერტები, სტუდენტები და დამსაქმებლები.