ევროკავშირის მიერ დაფნანსებული PROFFORMANCE+ (2022-2025) პროექტის მიზანია 2018 წლის პარიზის კომუნიკეს პრიორიტეტების შესაბამისად, უმაღლესი განათლების ევროპული სივრცის ქვეყნებში უმაღლესი განათლების პოლიტიკის შემუშავებაში ჩართული აქტორებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მხარდაჭრა, სწავლა-სწავლების ხარისხის განვითარებაში. პარიზის 2018 წლის კომუნიკეს პრიორიტეტებია უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლებისა და სწავლის პროცესში დიგიტალიზაციის, ინკლუზიის, ინტერნაციონალიზაციისა და მდგრადი განვითარების საკითხების გათვალისწინება. ამ მიზნის მისაღწევად, PROFFORMANCE+ (2022-2025) პროექტის პარტნიორი ქვეყნები ითვალისწინებენ ევროკავშირისა და სხვა სუპრაეროვნული ინსტიტუტების მიერ შემუშავებულ ჩარჩო-დოკუმენტებს როგორიცაა - გაეროს მდგრადი განვითარების მიზნები 2030 წლისათვის, ევროპის ახალი უნარების დღის წესრიგი, ევროპული განათლების სივრცის მიზნები 2025 წლისათვის და უნივერსიტეტების ევროპული სტრატეგია, ციფრული განათლების სამოქმედო გეგმა, ევროპული მწვანე შეთანხმების დოკუმენტი, რომელიც გარემოს დაცვის საკითხებთან ერთად ასევე მოიცავს სოციალური უთანასწორობის შემცირების საკითხებს, თანასწორი და ჯანსაღი საზოგადოების ფორმირებისათვის.
2023 წლის 24 იანვარს PROFFORMANCE+ (2022-2025) პროექტის ფარგლებში გამართული ღონისძიება მიზნად ისახავდა პროექტის პარტნიორ ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში უმაღლეს განათლებაში ინტერნაციონალიზაციის, დიგიტალიზაციის, ინკლუზიისა და მდგრადი განვითარების პრინციპების ასახვის მხარდამჭერი ღონისძიებების და არსებული საუკეთესო პრაქტიკების განხილვას. საქართველოდან ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდნენ პროექტში ჩართული უმაღლესი განათლების ექსპერტები, და ცენტრის წარმომადგენლები.
ღონისძიების ფარგლებში, ცენტრის ექსპერტმა მოდერაცია გაუწია ღონისძიების ნაწილს ინტერნაციონალიზაციის შესახებ და მიმოიხილა პროექტის პარტნიორ ქვეყნებში უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლა-სწავლების პროცესში ინტერნაციონალიზაციის მხარდამჭერი ინსტიტუცური პრაქტიკები, ასევე ამ მიმართულებით არსებული ძლიერი და განსავითარებელი მხარეები, არსებული შესაძლებლობები და საფრთხეები. ასევე, შეხვედრის ფარგლებში ღონისძიების ნაწილში მდგრადი განვითარების შესახებ მონაწილეებმა საქართველოდან ისაუბრეს თუ როგორ შეიძლება პროექტში ჩართულმა მხარეებმა წაახალისონ გარემოს მდგრადი განვითარების მიზნების ასხვა სხვადასხვა სექტორში, მათ შორის უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლა-სწავლების პროცესში. დისკუსიის შედეგების ნახვა შესაძლებელია ამ ბმულზე.
პროექტის ფარგლებში შემუშავდა PROFFORMANCE - შეფასების ინსტრუმენტი და შეიქმნა PROFFORMANCE პროექტის სწავლების საუკეთესო პრაქტიკების ბაზა. პროექტის ფარგლებში იგეგმება სახელმძღვანელოების შემუშავება, რომელიც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს დაეხმარებათ შეაფასონ ინტერნაციონალიზაციის, დიგიტალიზაციის, ინკლუზიისა და მდგრადობის ასახვის საკითხები პრაქტიკები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლა-სწავლების პროცესში. პროექტის შესახებ სიახლეებს შეგიძლიათ თვალი ადევნოთ პროექტის ვებ-გვერდზე.